ადვოკატი ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დეტალები: ადვოკატმა ჟურნალისტებთან დაკავებულის მონახულების შემდეგ ისაუბრა.
- "ციხის პირობებში, პენიტენციურის პირობებში არის ნორმალურ პირობებში, როგორც თვითონ განმარტა, მაგრამ ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდა გადაპარსვა და გადამპარსეს თმაო".
- გარდა ამისა, ადვოკატი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადის უფლებები ცალსახად დაირღვა — "იგი ითხოვდა ადვოკატს და არ მოუყვანეს".
- ამბობს, რომ ემუქრებოდნენ, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მის მეგობარს დააკავებდნენ.
- ადვოკატის თქმით, გრიგორიადისი ამ დრომდე ინარჩუნებს დუმილის უფლებას და ჩვენებას პირველივე სასამართლო პროცესზე მისცემს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, 21 წლის აქტივისტი პოლიციამ 29 მარტს დააკავა, 31 მარტს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
- დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მადესკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო.
- მმართველი გუნდის თავმჯდომარემ გრიგორიადისს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ "ჩანს, ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.
- სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, საკუთარი მანდატის ფარგლებში ომბუდსმენის აპარატი აკეთებს ყველაფერს, რათა გრიგორიადისის უფლებები იყოს უზრუნველყოფილი.
- კობახიძეზე დასმული კითხვის პასუხად, თქვა, რომ ნებისმიერი განცხადება, ორიენტაციაზე, მიუღებელია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები