ადვოკატი ამბობს, რომ გრიგორიადისს აღიარებითი ჩვენება მეგობრის დაკავების მუქარით მიაცემინეს

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ლიკა ბითაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქტივისტის მონახულების შემდეგ ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა, 31 მარტს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
- დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მადესკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო.
- მმართველი გუნდის თავმჯდომარემ გრიგორიადისს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ მას "ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.
დეტალები: ადვოკატი დაკავებულის უფლებების დარღვევაზე საუბრობს.
- ბითაძე ამბობს, რომ გრიგორიადისს აღიარებითი ჩვენება მუქარით და უფლებადამცველთან გასაუბრების გარეშე მიაცემინეს.
- "უთხრეს, დაერეკა ადვოკატისთვის და რომ აკრიფა ტელეფონის კოდი, გამოგლიჯეს ხელიდან. უნდოდათ კოდის გაგება. [...] ამბობს, რომ თუ მე ჩვენებას არ მივცემდიო და ეს, რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენებაო, მაგ შემთხვევაში დააკავებდნენ ჩემს მეგობარ გიორგი ჯარიაშვილსო".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები