რა წერია ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში
რატომ არის მნიშვნელოვანი: ილია მეორის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები ხშირად მმართველი გუნდისგან განხილვისა და ახალი ინციიატივების წამოჭრის, საზოგადოების ნაწილისგან კი კრიტიკის მიზეზი ხდება.
- მაგალითად, 2018 წელს, როცა ილია მეორე ნარკოპოლიტიკას შეეხო, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პატრიარქმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც პარლამენტი მუშაობს და მისი გზავნილები აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული.
- 2019 წელს ილია მეორე იმაზე ალაპარაკდა, რომ "დიდი მცდელობაა, სიტყვის თავისუფლება დამახინჯებულად აღიქმებოდეს", რის შემდეგაც პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "სიტყვით ძალადობა სერიოზული პრობლემაა" და აუცილებელია "შესაბამისი ზომების მიღება".
- 2019 და 2020 წლებში ილია მეორე აბორტის საკითხსაც ეხებოდა, რაც ქალთა უფლებადამცველების კრიტიკას იწვევდა.
- 2021 წელს მან კორონავირუსის პანდემიასა და მასთან ბრძოლის ხერხებზე ისაუბრა, თუმცა პრევენციისთვის დამატებითი რეკომენდაციების მიცემის ნაცვლად, მრევლს უთხრა, რომ კორონავირუსის პანდემია ღვთის ნებით მოხდა.
რა ეწერა წლევანდელ ეპისტოლეში: პატრიარქმა წმინდა წერილებიდან და ფსალმუნებიდან მონაკვეთები გააჟღერა და მოკლედ შეეხო ომის, უკრაინისა და თავისუფლების თემებს, თუმცა ყურადღების მიღმა დარჩა არაერთი აქტუალური მიმდინარე მოვლენა.
- ისაუბრა ათეიზმზე — მისი სიტყვებით, ჩვენს დროში მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც "ათეისტური აზროვნება აქვთ", რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახულ განვითარებასა და ჩვენს დროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას" დაუკავშირა.
დეტალები: ილია II-ს თქმით, ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს მართებული წარმოდგენა გვქონდეს, როგორ გამოვიყენოთ თავისუფალი ნება.
- როგორც ის ამბობს, თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად უნდა იზრუნოს, შემდეგ კი ამატებს, რომ "შესაძლოა, ადამიანმა დაკარგოს თავისუფლება ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს".
- "სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია", — ვკითხულობთ ეპისტოლეში.
- შემდეგ კი "ზნეობრიობის უგულებელყოფაზე" საუბრობს და ამბობს, რომ ასე ხდება ყველაფრის უფლების დამკვიდრება.
- "ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების.... შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით [...] ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული მე-ს პოვნას. თავისუფლება სწორედ ამ რეალურ მე- მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა. მოციქული გვეუბნება: "ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია", — ამბობს პატრიარქი.
- დაზუსტებით თქმა რთულია, თუმცა ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეპისტოლეს ამ ნაწილით ილია II რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბურ აქციებს ეხმიანება.
გარდა ამისა, საუბრობს მოსახლეობის მკვეთრ პოლარიზებაზეც და ამბობს, რომ "ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება".
- "ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან. სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე", — ვკითხულობთ ეპისტოლეში.
- საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაციაზე უკვე არაერთი წელია საუბრობს, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე, საერთაშორისო პარტნიორები, ეს საკითხი 12 რეკომენდაციაშიც კია ნახსენები, თუმცა ილია II არ აკონკრეტებს, ვინ იწვევს პოლარიზაციას და არც იმას ამბობს, თუ ვინაა ამაზე პასუხისმგებელი.
საუბრობს მშვიდობაზეც — ამბობს, რომ ახლა ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია, ამიტომ "განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე".
- "ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ" — გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს".
- მისი თქმით, მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება, ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობასა და უსამართლობას, მშვიდობა ვერ დაივანებს.
- ქვეყანაში მშვიდობის არსებობის მნიშვნელობაზე მუდმივად აპელირებენ ქართულ ოცნებაში და ამ საკითხს არგუმენტად მაშინ იშველიებენ, როდესაც საუბარი ომში უკრაინის მხარდაჭერას ეხება.
- მმართველი გუნდი ხშირად იწონებს თავს იმით, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში — "ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა".
ყურადღებას ამახვილებს ომზეც: ნათქვამია, რომ "ომი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტება, უფლის მცნებათა დარღვევა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფაა".
- "საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან — აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის. შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას".
- დასასრულს ახსენებს უკრაინას და წერს: "ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: მშვიდობა თქვენდა!"
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
-
გადახედვარატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ ჯებირებს მიღმა შეიყვანა, თავისუფალია და კვლავ აქციაზე იმყოფება რატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ ჯებირებს მიღმა შეიყვანა, თავისუფალია და კვლავ აქციაზე იმყოფება
-
გადახედვახმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია ხმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
-
-
გადახედვაგორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს
-
გადახედვაპარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა პარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა
-
გადახედვაკანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
-
გადახედვაპუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია პუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია
-
გადახედვანიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს — მიზეზი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიციაა ნიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს — მიზეზი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის პოზიციაა
-
გადახედვაფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა
-
გადახედვასოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს სოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს
-
გადახედვა"კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე "კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე
-
გადახედვაშავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას შავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას
-
-
გადახედვა"თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები "თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები
-
გადახედვასულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო
კომენტარები