Imagine Dragons-ის შესახებ 5 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდე
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Imagine Dragons თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული როკჯგუფია. 2012 წლის სექტემბერში გამოშვებული სადებიუტო ალბომის შემდეგ, ბენდმა პოპულარობა მალევე მოიპოვა. ალბომი Night Visions პირველივე კვირაში 83 ათას ეგზემპლარად გაიყიდა და ბილბორდის ჩარტებში მე-2 ადგილზე მოექცა.
მას მერე ჯგუფის ცნობადობა მხოლოდ იზრდება — ყოველი ახალი ჰიტი ამტკიცებს, რომ გრემის მფლობელი Imagine Dragons დროსთან ერთად პროგრესირებს და ერთგული ფანების გარდა, ახალი თაობის სიყვარულსაც იმსახურებს. ამაზე მეტყველებს უამრავი პრესტიჟული ჯილდო და მსოფლიოში გაყიდული 75 მილიონი ჩანაწერი. თუმცა, არის რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც ზოგიერთმა მსმენელმა შეიძლება არც იცოდეს:
1. ჯგუფის სახელი ანაგრამაა
ოღონდ ბენდის გარდა არავინ იცის, ის რას ნიშნავს! მეტიც, მათი ოჯახის წევრებისთვისაც კი უცნობია ეს საიდუმლო. არსებობს აზრიც, რომ, რეალურად, არანაირი დაშიფრული მნიშვნელობა ჯგუფის სახელს არ აქვს, თუმცა, მუსიკოსები ახლო მომავალში მის გამჟღავნებას მაინც არ აპირებენ.
"ამ ეტაპზე იმხელა მოლოდინია შექმნილი, რომ, რაც უნდა ვთქვათ, ყველაფერი იმედგაცრუება იქნება", — განაცხადა ბენდმა ერთ-ერთ ინტერვიუში, — "იქნებ ყველამ თავად წარმოიდგინოს, [რას ნიშნავს ანაგრამა]. მათი ვარაუდები ალბათ რეალურ პასუხზე უკეთესიც იქნება".
ვარაუდები კი იმდენია, რამდენიც გაგიხარდეთ! მათ შორისაა Adoring Images, A Roaming Design, God is in the Manager და კიდევ ათობით ათასი სხვა ვერსია.
2. ბენდის ორი წევრი მორმონი იყო
ანაგრამის ვერსიად God is in the Manager-ის ("ღმერთი მმართველია") განხილვა საფუძველს მოკლებული არაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჯგუფის ორი წევრი წინათ მორმონი იყო — სოლისტი დენ რეინოლდსი და გიტარისტი უეინ სერმონი. მორმონები, იგივე უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია, ერთ-ერთი ცნობილი ქრისტიანული კონფესიაა, რომლის სახელსაც არაერთი გახმაურებული და კონტროვერსიული თემა უკავშირდება. თუმცა, ჯერ კიდევ ეკლესიის დატოვებამდე, სერმონი ამბობდა, რომ მათი რელიგიური შეხედულებები ჯგუფის მოღვაწეობაზე გავლენას არ ახდენდა.
რაც შეეხება დენ რეინოლდსს, იგი ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც სწორედ მორმონთა ეკლესიის დაფინანსებულია. აქვე გაიცნო მან Imagine Dragons-ის უკვე ყოფილი წევრი ენდრიუ ტოლმანი. რეინოლდსმა 2021 წელს განაცხადა, რომ მორმონი აღარაა. თუმცა, იგი მანამდეც პროგრესული დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა და საკუთარი ეკლესიის შეხედულებებსაც უპირისპირდებოდა.
3. ჯგუფი ლგბტქ თემის აქტიური მხარდამჭერია
რეინოლდსსა და მის ყოფილ ეკლესიას შორის უთანხმოების ერთ-ერთი საფუძველი მორმონების ღიად ჰომოფობიური დამოკიდებულება იყო. მოგვიანებით, მომღერალმა მონაწილეობაც მიიღო დოკუმენტურ ფილმში Believer, რომელიც ლგბტქ საკითხებზე მისი ეკლესიის პოზიციას წარმოაჩენდა. აღნიშნული ფილმისთვის მუსიკა რეინოლდსთან ერთად ჰანს ციმერმა დაწერა, საუნდტრეკის ერთ-ერთი სიმღერიდან (Skipping Stones) მიღებული მთელი შემოსავალი კი ლგბტქ თემის მხარდამჭერ ორგანიზაციებს გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს Imagine Dragons-ის ორგანიზებით LoveLoud-ის ყოველწლიური ფესტივალი დაარსდა. ეს ღონისძიება ლგბტქ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და თემის მხარდამჭერი ორგანიზაციების დახმარებას ისახავს მიზნად.
4. ბენდის შემოქმედებაზე ჰიპ-ჰოპმა დიდი გავლენა მოახდინა
Imagine Dragons-ის მუსიკა ჟანრობრივად მაინცდამაინც დავიწროებული არაა და მოიცავს როგორც პოპ-როკს, ასევე ელექტროპოპს, ინდი-პოპსა და ალტერნატიულ როკს. თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჯგუფის შემოქმედებაზე დიდი გავლენა ჰიპ-ჰოპს მოუხდენია.
"ყველანი კენდრიკ ლამარის ფანები ვართ", — ამბობს რეინოლდსი Rolling Stone-თან ინტერვიუში, — "ჩვენზე ჰიპ-ჰოპი იმაზე დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე როკჯგუფების უმრავლესობაზე. მე 2Pac და Biggie მიყვარდა და კენდრიკი სწორედ ამ დროს მახსენებს".
ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ჯგუფი კონცერტზე კენდრიკთან ერთადაც გამოსულა; Imagine Dragons-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი Radioactive კი მოგვიანებით ლამართან კოლაბორაციითაც ჩაიწერა.
5. რეინდოლდსის გარდა, Imagine Dragons-ის ყველა წევრი ბერკლიში სწავლობდა
შემოქმედებით გავლენებზე საუბრისას კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ჯგუფის წევრების უმეტესობას შთამბეჭდავი მუსიკალური განათლება აქვს მიღებული — მათგან სამი ბერკლის პრესტიჟულ სამუსიკო კოლეჯში სწავლობდა.
დრამერ დენიელ პლაცმანს ბერკლის კოლეჯში კინომუსიკის წერის ხარისხი აქვს მიღებული. იგი სასწავლებლის ჯაზ-ორკესტრშიც უკრავდა. გიტარისტი უეინ სერმონი ერთდროულად გიტარის საშემსრულებლო ხელოვნებასა და საკომპოზიციო მიმართულებაზე სწავლობდა. რაც შეეხება ბასისტ ბენ მაქკის, იგი Imagine Dragons-ში სერმონის მოწვევით მოხვდა, ბენდში დასაკრავად კი ბერკლიში სწავლას ბოლო სემესტრში გაანება თავი.
ბონუსი: ჯგუფს საკუთარი მობილური თამაშიც კი აქვს
2016 წელს ჯგუფმა მობილური თამაში Stage Rush: Imagine Dragons გამოუშვა, რომელიც პოპულარული თამაშის ერთგვარი ანალოგი იყო. მასში ჯგუფის წევრები მშობლიური ლოს-ანჯელესისა და პარიზის ქუჩებში "დარბოდნენ" და ახალ დონეებზე გადადიოდნენ. აღსანიშნავია, რომ თამაშის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა.
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
კომენტარები