გაბუნია აქონდროპლაზიის მედიკამენტზე ამბობს, რომ "მეტი დროა საჭირო"

ფოტო: საქართველოს მთავრობ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ისევ უშედეგოდ ითხოვენ მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს.
- ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ერთადერთი სამკურნალო პრეპარატი საქართველოში არ შემოდის, მისი წლიური დოზა კი წელიწადში, დაახლოებით, 200 000 დოლარი ჯდება.
- საუბარია 16-მდე ბავშვზე, რომლებმაც წამალი მანამდე უნდა მიიღონ, სანამ მათი ზრდის ზონები დაიხურება.
- ვოსორიტიდს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია 2021 წელს მიენიჭა — ის აქონდროპლაზიის სამკურნალო პირველი პრეპარატია.
- დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მედიკამენტის შემოსატანად "მეტი დროა საჭირო".
დეტალები: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ საშულოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში არ არის ცნობილი ამ პრეპარატის ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე.
- მისი თქმით, მედიკამენტზე მწირი მონაცემები არსებობს, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები კი "ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს".
- როგორც ის ამბობს, თუ სექტემბრის ბოლომდე ევროკავშირის თუნდაც რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება, რომ სახელმწიფო პაციენტისთვის ამ მედიკამენტს უზრუნველყოფს, მზად არიან, დაიწყონ მისი აქ შემოტანის პროცედურებიც.
- "გვქონდა კონსულტაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომელიც ამბობს, რომ ჯერჯერობით არ აქვს ეს მედიკამენტი აღიარებული, რადგან ძალიან ცოტა დრო გავიდა და მონაცემები მწირია".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები