ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციაში ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციაში ბრიფინგი გაიმართა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გიორგი კირთაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილმა შეცვალა ბათუმელების ნება და საკრებულოს სიიდან ოთხი ადამიანი ამოიღო.
- "მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამე მოხდა და ნაციონალური მოძრაობა ასეთ თავმჯდომარეს არ იმსახურებს", — თქვა კირთაძემ.
დეტალები: მისივე განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი დაკავებული უნდა იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, უნდა ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და აქტიურად მუშაობდეს ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე.
- ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარე უნდა პასუხობდეს სხვა გამოწვევებს, რაც ქვეყანაშია.
- "წამლებს არ ყიდულობს რუსული ოცნება ჩვენი გადახდილი ფულით ბავშვებისთვის, ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაშრება გვაქვს და საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა", — განაცხადა კირთაძემ.
- მისი თქმით, ამ დროს ლევან ხაბეიშვილი იცლის იმისთვის, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტისა, რომ ცვლის ბათუმელების ნებას, რისთვისაც მარტივი ხელმოწერა დასჭირდა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები