სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

ფოტო: ფორმულა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტს დააკავა, 31 მარტს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
- დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ მადესკრედიტირებელი და პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყო.
- მმართველი გუნდის თავმჯდომარემ გრიგორიადისს "გზას აცდენილი კაცი" უწოდა და თქვა, რომ მას "ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" — კობახიძის ამ განცხადებას, სავარაუდოდ, ჰომოფობიური ქვეტექსტი ჰქონდა.
- ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს 2 აპრილს მიმართა და პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
გრიგორიადისის უფლებების დარღვევაზე მისმა უფლებადამცველმა არაერთხელ ისაუბრა.
- ლიკა ბითაძე ამბობს, რომ ბრალდებულს აღიარებითი ჩვენება მეგობრის დაკავების მუქარითა და ადვოკატთან გასაუბრების გარეშე მიაცემინეს.
- მისივე თქმით, 21 წლის აქტივისტს პენიტენციურ დაწესებულებაში თავი მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
- ოჯახი ითხოვდა, საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ემსჯელა.
დეტალები: პროცესზე გრიგორიადისის ადვოკატებმა 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
- სხდომაზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები