ქართველი მხატვარი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა — საქართველოს ბანკი კულტურული პროექტების მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად აგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული პროექტების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ბანკი ქართველ საზოგადოებას თამარ დე ლეტე-ვაჩნაძეს გააცნობს — ქართველ მხატვარს, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მრავალი მიმართულებით მუშაობდა, როგორც საარქივო დოკუმენტებში ვკითხულობთ, "ის საბალეტო დადგმებს ქმნიდა — წერდა ამბავს, არჩევდა მუსიკას, ხატავდა სცენარებს, ქმნიდა კოსტიუმებს და ტექნიკურ დეტალებს, რომელიც სანახაობას მაყურებლისთვის დაუვიწყარს ხდიდა".
1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, XVI უბნის გალერეაში, პარიზის სალონ "სოფიტელ გრუპ 36-ში", საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში. ის აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის და სხვა.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ხატავდა და ქმნიდა კოსტიუმების სერიას "რეალმონტისათვის", დეკორაციებსა და კოსტიუმების ესკიზებს ბალეტისთვის რომეო და ჯულიეტა, Dyade, სპექტაკლებისთვის ტერფსიქორას მკვლელები, ნატალი და ტაქსი-ბირდი, გაუბედავი, მეფეთა ნამცხვარი, თქვენ მისასალმებლად, მედეა, სკაპენის ოინები, კალიგულა. ასევე, დგამდა სპექტაკლებს, მათ შორის ჟან ჟიროდუს Ondine-ს, მუშაობდა ტესა ბომონისთვის, ჟანინ შარასთვის, კლერ მოტისთვის, ლილის ოპერისა და კომიკური ოპერისთვის. თეატრში იგი ქმნიდა ნამუშევრებს მოლიერის, სარტრის, გარსია ლორკას, კამიუს პიესების მიხედვით.
ამასთან, მხატვარმა 1980 წელს გახსნა გამოფენა, რომელიც გაზეთ ფიგაროს ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 1985 წელს კი მისი გამოფენები მოეწყო პარიზში, გალერეებში "მონპარნასი", "შემოდგომის სალონი", "მწიგნობარი"...
"საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, აქტიურად აგრძელებს კულტურული პროექტების მხარდაჭერას. წელს გადავწყვიტეთ, ჩვენი ყურადღება თამარ დე ლეტე-ვაჩნაძისკენ მიგვეპყრო. იყო ქალი მხატვარი და საკუთარი კვალი დატოვო მოდისა თუ თეატრის ინდუსტრიაში — დიდი გამოწვევაა. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, ვცდილობთ, გავაცოცხლოთ მივიწყებული მოგონებები, დავეხმაროთ ახალ თაობას, გაიგონ მეტი გამორჩეული ქართველების შესახებ და ერთგვარად, ერთიან კონტექსტში მოვაქციოთ ჩვენი მდიდარი კულტურული წარსული, რომელიც უკეთესი, უფრო გააზრებული და ნათელი მომავლის შექმნაში დაგვეხმარება", — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
"რასაც ახლა მოვყვები, ვიცი, რომ დასაჯერებლად ძნელია, თუმცა სიმართლეა, თანაც მომხიბვლელი სიმართლე… დიახ, ქართველებს გვყავდა მხატვარი, რომელიც კრისტიან დიორის საქვეყნოდ განთქმული სამოდელო სახლისათვის შესანიშნავ ესკიზებს ხატავდა, ეს მხატვარი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძეა. ნოე ჟორდანიას რძალი, სან პაულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პარიზული შემოქმედებითი ელიტის გამორჩეული წევრი. 1960 წელს თამარმა ბრაზილიაში თანამშრომლობა დაიწყო საქვეყნოდ განთქმულ Christian Dior-ის ფირმასთან, ამის დასტურად მხატვრის არქივს 3 ესკიზი შემორჩა, ორი მათგანი ფერადია, ერთი კი კალკაზეა შესრულებული. სამწუხაროდ, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე სამშობლოსთვის, საყვარელი საქართველოსთვის დღემდე უცნობი და უსამართლოდ დავიწყებულია", — ამბობს ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია.
აღსანიშნავია, რომ ეს თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ისტორიის მხოლოდ ნაწილია. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ინიციატივის ფარგლებში, მხატვრის კიდევ უფრო უკეთ გასაცნობად არაერთი აქტივობის განხორციელება იგეგმება.
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის შესახებ ახალი დეტალების აღმოჩენამდე, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო:
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები