საქართველო საერთაშორისო წვრთნებში აღარ მონაწილეობს — რა ხდება
სამხედრო წვრთნები, სახელად მცველი 23 აშშ-ის შეიარაღებული ძალების ორგანიზებულია და ის 2021 წლიდან ყოველწლიურად 22 აპრილიდან 23 ივნისამდე ტარდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პენტაგონის განმარტებით, წვრთნები აშშ-ში განთავსებული ძალების სტრატეგიულ განლაგებაზე, არმიის მარაგების გამოყენებასა და ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავსებადობის გაზრდაზეა ფოკუსირებული.
- 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სწავლებაში მონაწილეობას დაახლოებით 9 ათასი ამერიკელი, ხოლო 26 პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნიდან 17 ათასი სამხედრო მიიღებს.
- მისივე ინფორმაციით, წვრთნები 10 სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდება.
- "წვრთნები შექმნილია იმის დემონსტრირებისთვის, რომ აშშ-ის არმიას შეუძლია, სწრაფად განათავსოს საბრძოლო ჯარები და აღჭურვილობა, რათა მხარი დაუჭიროს მოკავშირეებს, შეაჩეროს ისინი, ვინც საფრთეს უქმნის ევროპის მშვიდობას და დაიცვას კონტინენტი აგრესიისგან".
- პენტაგონმა, ასევე, განაცხადა, რომ წვრთნები აჩვენებს ევროპელი ქვეყნების მონდომებას, გაზარდონ თავისი სამხედრო ძალების მასშტაბები, შესაძლებელობები და ურთიერთავსებადობა.
დეტალები: 28 აპრილს აქცენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა გადაიფიქრა.
- როგორც გამოცემა წერდა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ "სამხედრო წვრთნები დინამიური და ხშირად მოძრავი მოვლენაა და ქვეყნები, რომელთა მონაწილეობა მოსალოდნელია, შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი მიზეზი გამო".
- პენტაგონის საიტზე წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სია აღარ იძებნება — ნათქვამია, რომ მასალა რედაქტირებულია, რისთვისაც ბოდიშს იხდიან, თუმცა მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.
რას ამბობს ხელისუფლება: 30 აპრილს თავდაცვის მინისტრმა ქართული შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობა ხარჯებით ახსნა.
- როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, საქართველო წელს 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს, გასულ წელს კი 6 საერთაშორისო სწავლებას უმასპინძლეს, "ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს".
გამოხმაურება: დღეს პლენარულ სხდომაზე სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს სადეპუტატო კითხვით მიმართა.
- მისი თქმით, სამხედრო სწავლებაში არმონაწილეობით თავდაცვის სამინისტრომ კრემლს გაუგონარი საჩუქარი მიართვა.
- დეპუტატი ამბობს, საქართველო წლებია მონაწილეობს წვრთნებში და სიცრუეა, როდესაც თავდაცვის უწყება სწავლებაზე მონაწილეობაზე უარის მიზეზად ლოჯისტიკური ხარჯებს ასახელებს.
- "სამხედრო სწავლებაში არმონაწილეობა არის მკაფიო სიგნალი ნატოსგან დისტანცირების, დასავლეთისგან დისტანცირების და იმის, რომ საქართველოსთვის აღარ არის დეკლარირებული ეროვნული ინტერესი ნატო-ში გაწევრიანება ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები