"უტყუარი ინფორმაცია მაქვს" — მორგოშია ამბობს, რომ ქართული ოცნება ყველა იმ კანონს მიიღებს, რასაც ითხოვენ

ფოტო: კონსტანტინე მორგოშია / FB
ამის შესახებ მოძალადე, პუტინისტი, პრორუსი ალტ-ინფოს დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მორგოშია ღიად პრორუსული ძალის ლიდერია და ის საქართველოში არაერთი ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
- ალტ-ინფოს ღიად აქვს გაცხადებული პრორუსული პოლიტიკა, ეთერიდან ძალადობრივ, ქსენოფობიურ და ანტიდასავლურ ნარატივებს აჟღერებენ და სახიფათო კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებენ.
დეტალები: მორგოშია წერს, რომ ქართული ოცნება პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიიღებს, რომელსაც წლებია ითხოვენ და ამტკიცებს, რომ ამაზე უტყუარი ინფორმაცია აქვს.
- "ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", — წერს ის.
- გარდა ამისა, 5 ივლისს "ქართველი ხალხის უდიდეს გამარჯვებასა და საქართველოში ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისს" უწოდებს — ეს მაშინ, როდესაც ამ დღეს დაგეგმილ ღირსების მარშზე პრორუსმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა ძალადობა დააორგანიზეს.
- დაარბიეს აქტივისტების ოფისები, იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
იქამდე, დღეს, 2 მაისს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ უცნობის აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს კანონპროექტად დაარეგისტირებს.
-
უცნობის ორგანიზებული სახელისუფლებო აქცია პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის იყო, სადაც ანტილიბერალური და ჰომოფობიური გზავნილები ჟღერდებოდა.
-
სცენიდან ისმოდა ქართული ოცნებისა და მათი ლიდერების ქებაც და მმართველი გუნდის პროპაგანდისტული ნარატივები მშვიდობაზე. არც მმართველმა ძალამ დააყოვნა და უცნობს აქცია მოუწონა.
- ინჯიამ სხდომაზე გაიმეორა ის მოთხოვნები, რომელიც რამდენიმე დღის წინ უცნობის აქციაზე წაიკითხეს.
- მათ შორისაა, რევოლუციის თავიდან ასაცილებლად, პოლარიზაციისა და კრიზისის შემთხვევაში პლებისციტის ჩატარება, "ლგბტ პროპაგანდის" კანონით აკრძალვა, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება და სუვერენული პოლიტიკის გატარება.
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები