"ქართული ლიტერატურის ევროპული ხასიათი" — ნინო ხარატიშვილმა გიზელა ელსნერის პრემია მიიღო
ცნობილმა გერმანულენოვანმა ქართველმა მწერალმა და თეატრის რეჟისორმა, ნინო ხარატიშვილმა, გერმანიაში კიდევ ერთი ლიტერატურული ჯილდო მიიღო. ავტორი ამჯერად გიზელა ელსნერის ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა.
პრიზი ნიურნბერგის ლიტერატურულმა სახლმა წელს უკვე მეორედ გასცა. პრემია 10 ათას ევროს შეადგენს. ჟიურის თქმით, ხარატიშვილის შემოქმედება დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალურია.
"ავტორი ახერხებს, არა მხოლოდ საქართველოს წარსული წარმოაჩინოს ევროპის ისტორიის ნაწილად, არამედ ქართული ლიტერატურისა და კულტურის ევროპული ხასიათიც ასახოს თავის შემოქმედებაში", — ნათქვამია ჟიურის განცხადებაში, — "ეს არის ცალკეული პიროვნებების ხვედრისა და ისტორიული სინამდვილის შერწყმა, რაც, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე, ხარატიშვილის ტექსტებს სხვა ნებისმიერ ლიტერატურულ ხმაზე მეტ აქტუალურობას სძენს".
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ნინო ხარატიშვილს გერმანიაში კარლ ცუკმაიერის მედალიც გადაეცა "გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის" წინაშე დამსახურებისთვის. მაშინ ხარატიშვილი "ერთ-ერთ უდიდეს გერმანულენოვან მთხრობლად" მოიხსენიეს და აღნიშნეს, რომ "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, მისი რომანები შემაშფოთებლად რელევანტურია".
არაერთი ბესტსელერის ავტორი, ნინო ხარატიშვილი, ბუკერის საერთაშორისო პრემიისა და დუბლინის ლიტერატურული პრემიის ნომინანტიცაა. 2014 წელს გამოცემული მისი მასშტაბური რომანი, მერვე სიცოცხლე, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბესტსელერად იქცა. ხარატიშვილი "ტოლსტოის მემკვიდრედაც" მოუხსენიებიათ. მისი წიგნები მსოფლიოში მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული.
წინა წლის მიწურულს ქართულად ითარგმნა მწერლის ამ დროისთვის ბოლო რომანი უკმარი სინათლე. აღნიშნული წიგნი გასულ წლის ბერლინალეზე იმ 10 საუკეთესო რომანს შორის დაასახელეს, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ. ჯერ კიდევ ორიგინალურ ენაზე გამოცემამდე ხარატიშვილის ამ ნაწარმოების თარგმნის უფლება 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამომცემელ HarperCollins-ზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ენაზე წიგნის გამოცემიდან მესამე დღეს ტირაჟი ამოიწურა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები