ვინ არის არჩევნებში ერდოღანის მთავარი მეტოქე, რომელსაც თურქ განდს უწოდებენ

ფოტო: POLITICO
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მოსალოდნელია, რომ არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის როლს ნატოს ალიანსში, მის ურთიერთობას აშშ-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან, მიგრაციის პოლიტიკას, ანკარას როლს უკრაინის ომში და სხვა მნიშვნელოვან უსაფრთხოების ასპექტებს.
- ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელსაც მხარს უჭერს ექვსპარტიული ოპოზიციური ალიანსი, ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის თურქეთს მშვიდობას და დემოკრატიას მოუტანს.
- 74 წლის პოლიტიკოსი, მეტსახელად "თურქი განდი", რომელიც ხელმძღვანელობს მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP), ერდოღანის მთავარი კონკურენტია და წინასწარი გამოკითხვებით მას მოქმედ პრეზიდენტთან შედარებით მცირე უპირატესობა აქვს.
- 14 მაისის კენჭისყრა, სავარაუდოდ, იქნება ყველაზე მწვავე რბოლა ერდოღანის 20-წლიანი მმართველობის პერიოდში — რადგან ქვეყანა ებრძვის ინფლაციას და დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს.
- დაძაბული რბოლა, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ მეორე ტურში გაგრძელდება.
დეტალები: ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ თურქეთში პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს რისკიანი ცხოვრების არჩევას.
- "რაც არ უნდა გაკეთონ ერდოღანმა და მისმა მოკავშირეებმა, მე ჩემს გზას გავუყვები. ისინი ვერ დამაკავებენ. ვერ შემაშინებენ. მე პირობა მივეცი ამ ერს", — დასძენს იგი.
- "ახალგაზრდობას სურს დემოკრატია", — განუცხადა მან BBC-ს. "მათ არ უნდათ, რომ პოლიცია მათ კარებთან დილით ადრე მივიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ტვიტერზე რაღაც დაწერეს".
- პრეზიდენტობის კანდიდატი ირწმუნება, რომ არჩევის შემთხვევაში ახალგაზრდებს თავისუფლად შეეძლებათ მისი კრიტიკა.
- მოქმედი კანონმდებლობით, თურქები შესაძლებელია ციხეში მოხვდნენ "პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის".
ერდოღანი 20 წელის თურქეთს მართავს ჯერ პრემიერმინისტრის, ამჟამად კი პრეზიდენტის პოსტიდან.
- იგი კონკურენტს წარსულში დასცინოდა და აცხადებდა, რომ ქილიჩდაროღლუს "ცხვრის მომწყემსვაც კი არ შეუძლია".
- ოპოზიციის დასაყრდენ საპორტო ქალაქ იზმირში მიტინგზე მისულ ოპოზიციის კანდიდატს მხარდამჭერების დიდი რაოდენობა დახვდა.
- ექსპერტების შეფასებით, თურქეთი ახლა მკვეთრი არჩევანის წინაშე დგას.
- საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ქილიჩდაროღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მაგრამ პრეზიდენტის ალიანსი მას წინ უსწრებს საპარლამენტო არჩევნებში.
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები