პრიგოჟინმა შოიგუს აგინა და ბახმუტიდან გასვლის თარიღი დაასახელა
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის ვიდეო რუსულ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პრიგოჟინი ღიად უპირისპირდებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, ადანაშაულებდა სამხედრო ხელმძღვანელობას მისი დაქირავებულებისთვის ჭურვების გადაზიდვის მიზანმიმართულად ხელშეშლაში.
- ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ იარაღის მიწოდებაზე ულტიმატუმის წერილი მისწერა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და დრო 28 აპრილამდე მისცა.
- მისივე განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი შეტევის წინ, საბრძოლო მასალების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები რუსეთისთვის.
- ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს პრიგოჟინი ამბობდა, რომ თუ საბრძოლო მასალის დეფიციტს არ შეავსებენ, იძულებულები გახდებიან, დატოვონ ბახმუტი.
დეტალები: ვრცელდება მიმართვის ორი ვიდეო, საიდანაც პირველში ჩანს ვაგნერის დაჯგუფების მკვდარი ჯარისკაცები, რომლებზეც ამბობს, რომ მათი სისხლი ჯერ კიდევ ახალია.
- "ახლა მომისმინეთ, ბო*ებო, ესენი ვიღაცის მამები არიან და ვიღაცის შვილები, ბო*ებო. და ის ნაძირლები, რომლებიც არ გვაძლევენ საბრძოლო მასალას, ბო*ები, ჯოჯოხეთში მოხვდებიან, მათ შიგნეულობას შეჭამენ", — ამბობს პრიგოჟინი.
- ამბობს, რომ საბრძოლველად ჯგუფის წევრები ნებაყოფლობით მივიდნენ და კვდებიან იმის გამო, რომ შოიგუ და სხვა მაღალი თანამდებობის პირები "წითელი ხით მოწყობილ კაბინეტებში გასივდნენ".
- გამწარებული პრიგოჟინი ვიდეოში ამბობს, რომ საბრძოლო მასალის 70%-იანი დეფიციტი აქვთ.
- "შოიგუ, გერასიმოვ, სად არის ბო*ო საბრძოლო იარაღი? შეხედეთ ამას, ბო*ებო", — ყვირის გამწარებული პრიგოჟინი ვიდეოში.
მეორე ვიდეოში ამტკიცებს, რომ ბახმუტში მხოლოდ 2 კილომეტრი დარჩა ასაღები და ამას იმიტომ ვერ ახერხებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მათი შურს.
- ჩანაწერი, რომელიც ცალსახად შეურაცხმყოფელია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ, პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ბიჭები ბახმუტში უაზრო დანაკარგის გაგრძელებას არ აპირებენ და 10 მაისს ბახმუტს დატოვებენ.
- პრიგოჟინი თავდაცვის მინისტრს, პუტინსა და რუს ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ 16 მარტს, მას შემდეგ რაც ე.წ სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით ვერ წავიდა, დახმარება მათ სთხოვეს.
- ჰყვება, რომ რუსული არმია სირცხვილისგან რომ გადაერჩინათ, რადგან სამარცხვინოდ გაქცევა უწევდათ, ფრონტის ხაზი აიღეს.
- პრიგოჟინი ამბობს იმასაც, რომ ბახმუტის "ხორცის საკეპში" წარმატების მიღწევის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ბიუროკრატები ბოღმამ დაახრჩო და საპასუხოდ საბრძოლო მასალების "შიმშილი" მოუწყვეს.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვათუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
კომენტარები