რა მოხდა პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისას
რატომ არის მნიშვნელოვანი: 17 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ასარჩევად 29 კანდიდატს ეყარა კენჭი. კვორუმისთვის 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
- საბოლოოდ, სამი კანდიდატი შეირჩა: ტრისტან ბენაშვილი და ზურაბ გურასპაშვილი — 93-93 ხმით, გიორგი გზობავა კი 91 ხმით.
- უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმაც გამოუცხადეს.
- ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ზოგიერთი მათგანი ქართულ ოცნებას გაურიგდა, ამიტომაც მათ დარბაზი ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
- იმის გამო, რომ კენჭისყრა ფარულია, ჯერჯერობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების მხარდამჭერი დეპუტატების ვინაობა უცნობია.
დეტალები: TV პირველისა და რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოცნებასთან გარიგებაში "ეჭვმიტანილი" რამდენიმე დეპუტატია: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, დილარ ხაბულიანი და ბაჩუკი ქარდავა — არცერთ მათგანს ამ თემაზე ღიად არ უსაუბრია.
- თუმცა, ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის თქმით, მაჭუტაძემ დაუდასტურა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
- მისივე თქმით, არკვევენ, ვინ არის დანარჩენი 4 დეპუტატი.
- "ყველა ოპოზიციონერი ვინც ხმა მიეცით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, რაც ხართ, ჩემზე უკეთ იცით. აუცილებლად უნდა ითქვას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და აუცილებლად უნდა დაერქვათ სახელი", — დაწერა წითლიძემ.
- ფარულ პოლიტიკურ შეთანხმებასა და უმრავლესობასთან გარიგებაში ადანაშაულებს ოპოზიციას სალომე სამადაშვილიც: "იმედია, ყველა ის ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც კლანის მსახურები გააწესა დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გამოვა და იტყვის, რამ აიძულა, ამის შემდეგ კი გადავა უმრავლესობაში".
- ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა: "დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა ქართულ ოცნებას, რომ იუსტიციის საბჭოში შეეყვანათ ადამიანები "კლანის" მფარველობისთვის".
- ხათუნა სამნიძეს მოლოდინი აქვს, რომ ქართული ოცნება ოპოზიციონერებს თავად დაასახელებს: "დისკრედიტაცია და განხეთქილებები მაგათი სპეციალიზაციაა", — წერს ის.
მომხდართან კავშირს უარყოფენ მოქალაქეები — ელისაშვილის თქმით, არც მას და მის თანაპარტიელს, ქეთი თურაზაშვილს კანდიდატებისთვის ხმა არ მიუციათ.
- "მიდის ახლა გარკვევა, ვინ დააჭირა და ვინ არა. ან დაჭერა რა იყო, ან დარბაზიდან გავარდნა. ბასტი-ბუბუა მართლა", — წერს ის.
- მოქალაქეებსა და გირჩს რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები არ აურჩევია, დარწმუნებულია რომან გოცირიძეც.
- "გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყვნენ ისინი გირჩიდან და ელისაშვილის ჯგუფიდან. დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი არ ყოფილან. თუ ვინ დაუჭირა მხარი მოსამართლეთა კლანის გაძლიერებას და რა მოტივით, ეს არ დარჩება გაურკვეველი, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა იყო ფარული", — ამბობს დეპუტატი.
- ამ თემაზე განცხადებას ავრცელებს პარტია საქართველოსთვისაც: "ოფიციალურად მივმართავთ საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები".
- კენჭისყრაში მონაწილეობას უარყოფს გირჩიც: "სხვა თუ არაფერი, რამდენიმე კამერა იღებდა პროცესს", — დაწერა იაგო ხვიჩიამ.
- პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს მისი თანაპარტიელი, ჰერმან საბოც.
- "ხმის მიცემები რომ დაიწყო და გამოჩნდა რომ ვიღაცა "გვარცხვენს" ოპიზიციიდან, სალომე სამადაშვილმა დაიძახა — "აბა, ავდგეთ ახლა და გავიდეთ ყველა, ვინც დარჩება დარბაზში, ისინი იქნებიან მიმცემებიო". მარტო გირჩები, ელისაშვილები და აქუბარდია არ წამოვხტით, მარა ჩვენ არცერთს არ მიგვიცია", — წერს ის.
ოცნება მადლიერია ოპოზიციის მიერ გამოხატული მხარდაჭერით.
- ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დღევანდელი კენჭისყრა იყო ტესტი, ვის სურს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.
- "მადლობას გადავუხდი, რა თქმა უნდა, სახელების და გვარების დასახელების გარეშე, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს, ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი", — თქვა მან.
საბჭოს დანარჩენ 2 წევრს პარლამენტი რუსუდან კვინიკაძის, გიორგი კიკილაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძისგან შეარჩევს, ამ ეტაპზე მათ არასაკმარისი ხმები მიიღეს.
- კვინიკაძესა და კიკილაშვილს — 89-89, ნემსაძეს — 88, ნიშნიანიძეს კი — 87 ხმა ჰქონდა.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები