რა მოხდა: 6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედებას ასახავდა.

  • ბრალდებული ვანის რაიონის ერთ-ერთი სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლია, რომელიც, სავარაუდოდ, მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა.
  • კაცი იმ სკოლის დირექტორის ქმარია, სადაც ბავშვები სწავლობდნენ — მთავარი არხის ინფორმაციით, ქალმა თანამდებობა დატოვა.

დეტალები: სამართალდამცავი უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიკროავტობუსის მძღოლმა მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგოს სექსუალური ხასიათის საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.

  • დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.