32 წლის წინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ალბათ, რთულად წარმოგვედგინა, რომ წლების შემდეგ ქართული კომპანიების სახელები სხვა კონტინენტებზე, უცხოურ ბაზრებზე, პრესტიჟულ კონკურსებზე, დაჯილდოებებსა თუ კონფერენციებზე გაიჟღერებდა. დღეს ეს ყველაფერი რეალობაა — უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა, გახდეს მეწარმე, სტარტაპერი, შექმნას რაღაც ახალი და ყველას გააგებინოს საქართველოს შესახებ.

On.ge დამოუკიდებელ საქართველოში შეიქმნა და გვჯერა, რომ მცირე ბიზნესების მხარდაჭერა ჩვენი მისია და პასუხისმგებლობაა, ამიტომაც 26 მაისთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ ჩვენი ციფრული და კრეატიული შესაძლებლობებით, მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილ მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს, შევთავაზოთ მათ საინფორმაციო მხარდაჭერა და დავაკავშიროთ ჩვენს მილიონიან აუდიტორიასთან.

  • კამპანია გაგრძელდება: 26 მაისიდან 26 ივნისამდე.
  • კამპანიის ფარგლებში თქვენთვის შევქმნით: სტატიებს, ქვიზებს, სთორებს და პოსტებს, რომლებიც გავრცელდება ჩვენს ციფრულ არხებში — ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში.

On.ge გთავაზობთ, აირჩიოთ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი, რომლის ღირებულება, სიმბოლურად, 265 ლარია.

პაკეტი 1: სტატია + პოსტი

პაკეტი 2: ქვიზი + სთორი

კამპანიის მიმდინარეობისას, თქვენ ასევე მიიღებთ 26%-იან ფასდაკლებას On.ge-ის სხვა სერვისებზე.

იმისათვის, რომ ჩაერთოთ ჩვენს კამპანიაში, შეავსეთ მარტივი ფორმა.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს, მაგალითად:

  • სოციალურ საწარმოებს,
  • სოფლის მეურნეობაში ჩართულ კომპანიებს,
  • მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებს,
  • საწარმოებს,
  • პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვებს.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელფოსტით:
[email protected]
[email protected]