პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას შეძახილები ისმოდა — რა მოხდა

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რატომ არის მნიშვნელოვანი: სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და პრემიერმინისტრის თანდასწრებით მთავრობის განცხადებები და გადაწყვეტილებები გააკრიტიკა.
- პრეზიდენტმა ისაუბრა ფრენების აღდგენაზე, ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციაზე სერგეი ლავროვის ოჯახის ქეიფზე და ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.
- თქვა ისიც, რომ გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს "ფრენების საჩუქარი".
-
"და ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის", — თქვა მან, რა დროსაც გაისმა შეძახილი, რომელიც პირდაპირი ეთერისას სრულად არ აღიქმება.
- ისმის მხოლოდ წინადადების ნაწილი — "... ხარ შენ"
- მოგვიანებით ისმის კიდევ ერთი ფრაზა: "9 აპრილს მე ვიბრძოდი რუსების წინააღმდეგ!"
დეტალები: ეს რეპლიკები, სავარაუდოდ, ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ქადაგიშვილს ეკუთვნის.
- რადიო თავისუფლებასთან ის მხოლოდ ერთი ფრაზის წამოძახებას ადასტურებს.
- "მე ვთქვი, 9 აპრილს მე ვიბრძოდით-მეთქი [...] როცა გაბრალებენ, რუსეთის იმეებად გამოგვიყვანა, უნდა იცოდეს, ვის მიმართოს", — განუცხადა გამოცემას დეპუტატმა.
- მისი თქმით, ბევრი უკმაყოფილება იყო პრეზიდენტის დღევანდელი სიტყვის გამო და აღარ იცის, ვინ რას ამბობდა.
- მედიასთან საუბრისას კი დეპუტატი ამტკიცებდა, რომ სიტყვა მოღალატე არ თქმულა.
- მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ დამადასტურებელ ვიდეოს მოასმენინებს, ქადაგიშვილმა ნათქვამი შეცვალა.
- "შეიძლება, ვიღაცამ თქვა სიტყვა ეგეთი, მაგრამ მე არ მითქვამს ეგეთი სიტყვა და არც გამიგია. ვიღაცამ შეიძლება თქვა, ჩემგან არ ყოფილა", — განაცხადა დეპუტატმა.
- ამბობს, რომ გააპროტესტა პრეზიდენტის სიტყვა, რადგან იგი არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები