ყველაფერი, რაც ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ომზე რუსეთზე, ივანიშვილსა და სტატუსზე თქვა
ღარიბაშვილს ბრატისლავაში გამართულ ფორუმზე კრიტიკული კითხვებით მიმართეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ღარიბაშვილმა კითხვა-პასუხის რეჟიმში 2008 წლის ომზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსზე, რუსეთთან ეკონიმიკურ ურთიერთობაზე, პოლარიზაციაზე და ივანიშვილზეც კი ისაუბრა.
- მან საერთაშორისო ტრიბუნიდანაც ქართული ოცნების ტრადიციული მესიჯბოქსები გააჟღერა.
- ფორუმს ღარიბაშვილთან ერთად, ფორუმს საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებიც ესწრებიან.
დეტალები: თავდაპირველად ღარიბაშვილს ჰკითხეს, რატომ აირჩია რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყებად უკრაინა. მან საუბარი 2008 წლის ომზე დაიწყო და თქვა, რომ "შეიძლება დღეს ვიღაცას დაავწყდა", რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია.
- კითხვაზე იყო თუ არა აგვისტოს ომი არაპროვოცირებული აგრესია — თქვა, რომ დეტალებზე საუბარი არ სურს და ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ომის ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებდნენ.
- "იმ დროს ომს, რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ არ დაუწესა რუსეთს სანქციები", — თქვა მან.
- ღარიბაშვილმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ვერანაირ ნიშანს ვერ ხედავს.
- "ვერ ვხედავთ ვერანაირ ძალისხმევას, ან რაიმე ნებას, რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს" .
რუსეთთან ეკონიმიკურ ურთიერთობაზე: ღარიბაშვილს სანქციების არშეერთებაზე გამოთქმულ პოზიციაზე ჰკითხეს, კერძოდ, განცხადებაზე, რომ ეს საქართველოს ეკონიმიკას დაანგრევდა.
- "ეს არ ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან ან ზედმეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, იმ ქვეყანაზე, რომელიც შორდება იმ ქვეყნების ჯგუფს, სადაც თქვენ გინდათ, რომ გაწევრიანდეთ", — მიმართა მოდერატორმა ღარიბაშვილს.
- პასუხად, პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას დრო სჭირდება. რაც შეეხება რუსეთს, ამბობს, რომ მას ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორად ვერ მოიხსენიებს, თუმცა მას მნიშვნელოვანს უწოდებს.
უკრაინაში შეჭრაზე: ამჯერად ღარიბაშვილმა ახალი მესიჯბოქსი გააჟღერა და რუსეთის არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების სურვილსაც მიაწერა.
- "არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს [სინქრონული თარგმანი]".
- გარდა ამისა, ღარიბაშვილს ჰკითხეს, როგორი იქნებოდა ამ ომის "იდეალური შედეგი". ღარიბაშვილმა კითხვას თავი აარიდა და თქვა, რომ მიუხედავად უკრაინის მხარდაჭერისა, სურს, საქართველოზე ისაუბროს.
- "ჩვენ ჯერ საკუთარი თავის ინტერესები გვაქვს. რუსეთის ჯარი გვყავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამიტომ, ვირჩევდი, რომ "იდეალურ სცენარზე" მესაუბრა საქართველოს კონტექსტში".
- განაცხადა, რომ მათი მიზანი დეოკუპაციის მიღწევაა და თქვა, რომ 2012 წელს ახალი — სტრატეგიული მოთმინების მიდგომა დანერგეს.
ივანიშვილსა და დეოლიგარქიზაციაზე: ღარიბაშვილი ამ ტრიბუნიდანაც ცდილობდა ემტკიცებინა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. მისი თქმით, რეალური ოლიგარქი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილია, რასაც მოდერატორის რეპლიკა მოჰყვა.
- "მე მეგონა სხვაზე საუბრობდით, მაგრამ იყოს [...] მე თქვენს ყოფილ პრემიერმინისტრზე ვფიქრობდი".
- რის შემდეგაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ კანონის მიღების შემდეგ ყველაფერი გარკვეული იქნება და ამ ბრალდებებს "მისტიკას მოხსნიან".
- ტრადიციულად, ივანიშვილის "საქველმოქმედო საქმიანობაზე" ისაუბრა და ამ ტრიბუნიდანაც აქო პარტიის დამფუძნებელი.
რუსულ კანონზე: ღარიბაშვილმა ამაზე დასმული კითხვის თავიდან არიდებაც სცადა. ფორუმზე დაინტერესდნენ, რატომ არის აუცილებელი იარლიყების მიწებება ორგანიზაციებისა და ადამიანებისთვის.
- "რატომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე გადაიჭრა, ეს კანონპროექტი გაწვეული იქნა, დავხურეთ თავი, ამიტომ აქცენტი გავაკეთოთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, ეს იყო ინიციატივა, რომელიც სხვა ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტში იქნა განხილული, მსგავსი კანონის მიღება, მაგრამ არ მინდა დეტალებში შევიდე, არც სპეკულაციები მინდა ამაზე. იყო ეს ინიციატივა და ჩვენ გავიწვიეთ, გავითხოვეთ ეს კანონპროექტი, ეს თავი დახურულია".
სტატუსზე: მან უსამართლო, დაუსაბუთებელი და არამიზანშეწონილი უწოდა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭებაზე.
- ისევ ამტკიცდებდა, რომ ქვეყანა ასოცირებული ტრიოს დანარჩენ ორ ქვეყანას — უკრაინასა და მოლდოვას წინ უსწრებს. შემდეგ კი თქვა:
- "ამ სიტუაციაში სტატუსის არმინიჭება იქნება უშველებელი პოლიტიკური შეცდომა".
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები