ოკუპანტებმა უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს — რა ვიცით
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: დილით ოკუპანტებმა უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
- უკრაინული მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაწყებულია წყლის ნაკადის დასახლებული ტერიტორიისკენ გადინება, რაც დატბორვის საფრთხეს ზრდის.
- მაგალითად, არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე.
- რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს ჰიდროელექტროსადგური უკრაინამ დაბომბა და ახლა მზადაა ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაიყვანოს.
დეტალები: უკრაინული მედიის ცნობით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევამ ასევე დაარტყა ოკუპანტების დანაყოფებს, რომლებიც წყალდიდობის ზონებში იყვნენ განლაგებულნი.
- უკრაინელმა ბლოგერმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ ყვირიან ოკუპანტები და წყლის ადიდების გამო თავს ხეს აფარებენ — ამბობენ, რომ თავს ვეღარ იკავებენ.
- როგორც ბლოგერი აღნიშნავს, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მასშტაბები დაუგეგმავი იყო.
გამოხმაურებები: კახოვკას აფეთქებას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსი ტერორისტები კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადურებით მხოლოდ უდასტურებენ მთელ მსოფლიოს, რომ ისინი უკრაინის მიწის ყველა ნაწილიდან უნდა განიდევნონ.
- ამბობს, რომ მათ ერთი მეტრი მიწაც არ უნდა დარჩეთ, რადგან ისინი ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ და მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას.
- "ტერორისტები ვერ შეძლებენ, შეაჩერონ უკრაინა წყლით, რაკეტებითა თუ ნებისმიერი სხვა გზით. კახოვკაში ყველა სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უშიშროების საბჭო", — ამბობს პრეზიდენტი.
- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ ამით რუსეთმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კატასტროფა გამოიწვია და ათასობით მოქალაქის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.
- "ეს არის ომის საზარელი დანაშაული. 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის, რუსეთის შეჩერების ერთადერთი გზა მისი უკრაინიდან გაგდებაა", — წერს კულება.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება მორიგი სამხედრო დანაშაული და ეკოციდია.
- როგორც იერმაკმა Telegram-ზე აღნიშნა, ამის გამო პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სასწრაფოდ იწვევს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს.
- "დღეს ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტია. ჩვენ მტრი უნდა დაისაჯოს საერთაშორისო დონეზე", — წერს ერმაკი.
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები