8 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული ელტონ ჯონის შესახებ
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ელტონ ჯონი მუსიკის ნამდვილი ლეგენდაა. ინგლისელი მომღერლის, პიანისტისა და კომპოზიტორის ხანგრძლივმა კარიერამ და ნაყოფიერმა შემოქმედებამ უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიაზე. ელტონის სიმღერები არაერთ თაობაში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. თუმცა, მუსიკოსის პოპულარობის მიუხედავად, მასზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი შეიძლება არც იცოდეთ.
1. მისი ნამდვილი სახელი ელტონ ჯონი არაა
ცოტამ თუ იცის, რომ ელტონ ჯონი, რეალურად, მუსიკოსის სასცენო სახელია. მომავალი ვარსკვლავი 1947 წლის 25 მარტს, ინგლისში დაიბადა სტენლი და შეილა დუაითების ოჯახში. მშობლებმა მას რეჯინალდ კენეთ დუაითი დაარქვეს, მეტსახელად კი, უბრალოდ, რეჯის ეძახდნენ. 1972 წელს მუსიკოსმა სახელი ოფიციალურად შეიცვალა და ელტონ ჯონი დაირქვა. ეს თავისი ბენდის ორი წევრის სახელების კომბინაცია იყო — საქსოფონისტ ელტონ დინისა და ვოკალისტ ლონგ ჯონ ბოლდრის.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს მეორე სახელიც აქვს — ჰერკულესი. ასე რომ, მისი სრული სახელი ახლა სერ ელტონ ჰერკულეს ჯონია.
2. მუსიკოსმა კარიერა პაბში სიმღერით დაიწყო
ელტონის მშობლებმა დიდი როლი ითამაშეს შვილის მუსიკისადმი ინტერესის გაღვივებაში. მომღერლის მამა პროფესიონალი მუსიკოსი იყო და საყვირზე უკრავდა, ორივე მშობელი კი როკ-ენ-როლით და ჩანაწერების შეგროვებით იყო გატაცებული.
7 წლის ელტონმა ბებიის ფორტეპიანოზე დაკვრა თავისით ისწავლა, 11 წლის ასაკში კი მუსიკის სამეფო აკადემიის სტიპენდია მოიპოვა, სადაც 5 წელი ისწავლა.
მოზარდობისას ჯონი ადგილობრივ პაბში უკრავდა და მღეროდა, 15 წლის ასაკში კი უკვე მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ბენდი Bluesology.
3. საფირმო ნიშნად ქცეული სათვალეები მუსიკოსს თავიდან სულაც არ სჭირდებოდა
ელტონ ჯონი არა მხოლოდ მუსიკალური შემოქმედებით, ჩაცმის სტილითაც გამოირჩევა. ვარსკვლავს საკუთარი სტილი აქვს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ყოველთვისაა ორიგინალური სათვალე. გავრცელებული ცნობით, მუსიკოსს ათასობით სათვალე აქვს.
როგორც ცნობილია, ელტონს სათვალის ტარება თავიდან სულ არ სჭირდებოდა. ეს აქსესუარი საკუთარი სტილის ნაწილად მან მოზარდობისას, მომღერალ ბადი ჰოლის მიბაძვით აქცია. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, მომღერალს უკვე სათვალის გარეშე ხედვა გაუჭირდა.
4. ელტონ ჯონის კარიერა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის
შთამბეჭდავად ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ელტონ ჯონი თითქმის შეუსვენებლად მუშაობდა ახალ მუსიკაზე და გამოდიოდა კონცერტებზე. მუსიკოსს 80-ზე მეტ ქვეყანაში 3 500-ზე მეტ კონცერტი ჩაუტარებია. ეს იმას ნიშნავს, რომ (თეორიულად) ყოველდღე თითო კონცერტზე რომ გამოსულიყო, თითქმის 10-წლიანი უწყვეტი ტურნე გამოუვიდოდა. 2021 წელს ელტონმა მორიგი რეკორდი მოხსნა და გახდა პირველი სოლო შემსრულებელი, რომელმაც ბრიტანული ჩარტების ათეულში 6 ათწლეული გაატარა.
ამას გარდა, ელტონს გამოშვებული აქვს 30-ზე მეტი ალბომი (ერთ წელს მან 4 ალბომიც კი გამოუშვა) და უთანამშრომლია ფილმებისა და მიუზიკლების შემქმნელებთან. 300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მომღერალი, რომელმაც კარიერა პაბში დაკვრით დაიწყო, დღეს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ მუსიკოსად მიიჩნევა. რომ აღარაფერი ვთქვათ უთვალავ პრიზსა და ჯილდოზე, მათ შორის, 6 გრემზე, ორ ოსკარსა და ორ ოქროს გლობუსზე.
5. უჩვეულო კოლაბორაციები და პროექტები
გასაკვირი არაა, რომ მუსიკოსი, რომლის პოპულარობაც ნახევარ საუკუნეზე მეტია, არ განელებულა, არც ჟანრობრივად იზღუდავს თავს და არც სხვაგვარად. ელტონ ჯონს უთანამშრომლია ჰიპ-ჰოპის შემსრულებლებთანაც კი. 2001 წლის გრემის დაჯილდოებაზე, მან ემინემთან ერთად იმღერა. ნაწყვეტი ელტონის ერთ-ერთი კომპოზიციიდან ასევე გამოყენებულია თუფაქის სიმღერაში, რომელიც რეპერის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა.
მუსიკის ისეთ ლეგენდებზე რომ არაფერი ვთქვათ, როგორებიც ჯონ ლენონი, ოზი ოსბორნი და არეტა ფრანკლინი არიან, ელტონ ჯონს უთანამშრომლია თანამედროვე პოპვარსკვლავებთანაც, მათ შორის, ლედი გაგასთან და დუა ლიპასთან.
უჩვეულო კოლაბორაციების გარდა, ელტონს შექმნილი აქვს მიუზიკლებიც. 2006 წელს ბროდვეიზე დაიდგა ლესტატი: მიუზიკლი, რომელიც ენ რაისის ვამპირულ საგას ეფუძნება. სულ ახლახან კი ელტონმა ეშმაკს აცვია პრადას მუსიკალური ადაპტაცია შემოგვთავაზა. მიუზიკლის პრემიერა 2022 წლის ზაფხულში, ჩიკაგოში შედგა.
6. ელტონს სხვადასხვა ქვეყანაში ექვსი სახლი აქვს
როცა ტურნეს ხშირად მართავ და თანაც უთვალავი სასცენო კოსტიუმის დაბინავება გჭირდება, სხვადასხვა ქვეყანაში ბევრ სახლის ქონა ძალიან პრაქტიკულია. ელტონ ჯონი უმეტესწილად ინგლისში, ბერკშირის საგრაფოში მდებარე სახლში ცხოვრობს, რომელიც მე-16 საუკუნეში ჰენრი VIII-მ აუგო თავის ექიმს. თუმცა, ამას გარდა, მუსიკოსს აქვს ბინა ლონდონში, ვენეციაში, ლოს-ანჯელესში, ნიცასა და ატლანტაში.
7. მომღერალს რაინდის წოდება აქვს
ბუნებრივია, რომ ჰენრი VIII-ის აგებულ სახლში მცხოვრებ ელტონს ძალიან უხდება რაინდის წოდება. ეს წოდება მან 1998 წელს, დედოფალი ელიზაბეთ II-ისგან მიიღო მუსიკის ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. სწორედ ამიტომ, ელტონის სახელის წინ იხსენიება "სერ".
8. მუსიკოსი აქტიურადაა დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობითაც
ელტონ ჯონი საკუთარ სახელს და ქონებასაც ხშირად იყენებს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციის თუ ფონდის დასახმარებლად. 1992 წელს, მას შემდეგ, რაც მუსიკოსის მეგობარი და ჯგუფ Queen-ის სოლისტი ფრედი მერკური შიდსს მოყოლილი გართულებებით გარდაიცვალა, ელტონმა ამ დაავადებასთან საბრძოლველად საკუთარი ფონდი დააარსა. ორგანიზაციამ დიდი როლი ითამაშა აივ-ინფექციის კვლევასა და მის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში. ელტონ ჯონის ფონდს მისი ქმარი, დევიდ ფერნიში, ხელმძღვანელობს. მუსიკოსი კი ორგანიზაციისთვის თანხის შესაგროვებლად ყოველწლიურად მართავს მასშტაბურ წვეულებას. ამ დრომდე ორგანიზაციას $400 მილიონზე მეტი აქვს შეგროვებული.
ამას გარდა, 2007 წელს ელტონმა და დევიდმა კიდევ ერთი ფონდი შექმნეს, რომელიც 100-ზე მეტ საქველმოქმედო ორგანიზაციას დახმარებია. 2014 წელს კი მუსიკოსმა მორიგი ფონდი დააფუძნა სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე ახალგაზრდების ხელშესაწყობად.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები