ალბათ, ახლა ამ ქვიზის ნაცვლად სხვა რამეს უნდა აკეთებდე, მაგრამ ცდილობ თავი როგორმე გაირთო და აუცილებელ საქმეებს დაემალო. პროკრასტინაცია, იგივე მედღემეხვალიობა ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილია — რაც უფრო დედლაინი, მით უფრო იმატებს შფოთვა, მაგრამ ვცდილობთ, საქმე ხვალისთვის გადავდოთ, ბოლოს კი შეუსრულებელ დავალებას და ნერვიულობაში გატარებულ დღეებს ვიღებთ.

თუ გინდა გაარკვიიო, საქმეების დაბალანსება კარგად გამოგდის თუ ბევრი ჩვენგანივით მეხვალიე ხარ, ეს ტესტი შენთვისაა!

აბა გვითხარი, რამდენად ხშირად ისვენებ მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას?

მნიშვნელოვანი დავალება გაქვს დასაწერი, დედლაინამდე კი 1 თვეა დარჩენილი, როდის იწყებ მუშაობას?

პარასკევია და კვირას მნიშვნელოვანი დედლაინი გაქვს, რომელზე მუშაობაც არ დაგიწყია. რას აკეთებ?

როგორ იქცევი, როცა შენთვის უსიამოვნო საქმის კეთება გიწევს, მაგალითად, სახლის დალაგება?

გაქვს იმის განცდა, რომ საქმეები თავზე გაყრია?

დაბოლოს, თავს პროკრასტინატორად თვლი?