როგორ ჩაიარა პრაიდის კვირეულის გახსნის ღონისძიებამ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თბილისი პრაიდის კვირეული, ტრადიციულად, 1-8 ივლისს იმართება. წელს კი გახსნითი ღონისძიება 2 ივლისს ჩატარდა.
- წლევანდელი კვირეულის ლოზუნგია სიყვარულს ვერ დაამარცხებ, რაც არაერთხელ მოვისმინეთ ღონისძიების მიმდინარეობისას.
- როგორც გასულ წლებში, ახლაც ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული — მათ შორის, აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
- კვირეულის პირველი დღის ოფიციალური ნაწილი ორგანიზატორთა მიმართვებით დაიწყო — დიპლომატიურ კორპუსს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და სიტყვა სწორედ მათ გადასცეს.
პირველი გამომსვლელი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი იყო.
- "ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ თავისუფლება, სიყვარული, მრავალფეროვნება ყველა ადამიანის, იმიტომ, რომ ჩვენ, ყველა თანაბარი უფლებებით დავიბადეთ", — ასე დაიწყო მან მიმართვა.
- შემდეგ კი გაიხსენა 5 ივლისის ძალადობა და აღნიშნა, რომ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
- ისაუბრა იმაზე, რომ ამ დღეს ადამიანის უფლებათა აქტივისტებზე, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებზე იძალადეს — ბევრი დაშავდა და ღონისძიება გაუქმდა.
- "შეიძლება ვინმეს არ ეთანხმებოდა, შეიძლება სხვა მოსაზრება გაგაჩნდეს საზოგადოებაში, მაგრამ ძალადობა ყველგან მიუღებელია. სწორედ ეს იყო ჩემი ძირითადი სათქმელი, რაც გავაჟღერე პრემიერმინისტრთან და მთავრობასთან შეხვედრისას გუშინ".
- კომისარის სიტყვებითვე, როცა ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ესხმიან თავს, ნიშნავს, რომ თავს ესხმიან მთლიანად საზოგადოებას და მოწყვლად ჯგუფებს.
გარდა ამისა, დამსწრეებს სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა.
- მან გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ციტატა მოიყვანა:
- "როცა უტევენ ლგბტ თემს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის თავდასხმა ყველა სხვა ადამიანზე, ფასეულობასა და უფლებაზე. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ დავიხიოთ უკან".
- ბერესფორდის თქმით, გაერო მხარს უჭერს ადამიანის უფლებას, იყოს ის ვინც არის.
- ღონისძიების დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში.
- მისი თქმით, პრაიდკვირეული ეს თანასწორობის დღესასწაულია.
- ელჩის განცხადებით, მადლობელია, რომ ღონისძიება დაცულია, მონაწილეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იმედი გამოთქვა, რომ სხვა ღონისძიებებიც ასე უსაფრთხოდ ჩაივლის.
- "ჩემი მთავარი მესიჯია, რომ სიყვარული არის სიყვარული", — ასე დაასრულა ელჩმა განცხადება.
- დიპლომატიური კორპუსის გამოსვლების შემდეგ, სიტყვა თემის წევრებს გადაეცათ, რომლებიც საკუთარ ისტორიებს იქ დამსწრეებს უზიარებდნენ.
- ოფიციალური ნაწილი კი მაფინების ტორტის "გაჭრით" დასრულდა.
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
კომენტარები