Tbilisi Pride: სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა, განხორციელდა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქსებით

785
წაკითხვა
23
გაზიარება
რა მოხდა: ალტინფოს დაორგანიზებული ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფები სასულიერო პირებთან ერთად დღეს ვაჟა ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით თბილისი პრაიდის საფესტივალო ტერიტორიაზე ავიდნენ.
- ისინი დაუფარავად აჟღერებდნენ დანაშაულებრივ მოწოდებებს და ამბობდნენ, რომ დახურულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლას აპირებდნენ.
- გზაშიც და საფესტივალო ტერიტორიასთანაც მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფები ლისის ტბამდე დაუბრკოლებლად ავიდნენ.
- ამის შემდეგ მათ არაერთხელ გაარღვიეს პოლიციის კორდონი — მედიების კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე მათგანი ტერიტორიიდან გაარიდეს, ამ დრომდე უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე.
- ადგილზე სპეცრაზმიც გამოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად მოძალადეები წინ მიიწევდნენ და საბოლოოდ, საფესტივალო ტერიტორიამდე მივიდნენ.
თბილისი პრაიდის გუნდი აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს დაცვა და მათ ტერიტორიის დატოვება მოუწიათ.
- მათივე თქმით, ევაკუაცია სამარშრუტო ტაქსებით განხორციელდა.
- პრაიდის ორგანიზატორები მოუწოდებენ ფესტივალის სტუმრებს, რომ აღარ ავიდნენ ტერიტორიაზე, რადგან იქ ყოფნა უსაფრთხო არ არის.
- ადგილზე რჩებიან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები — როგორც ისინი ამბობენ, პოლიცია ცდილობს მათი უსაფრთხოების დაცვას და მუშაობის პროცესში მათთან ერთად გადაადგილდება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები