როგორ დავიცვათ თავი ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისგან — NCDC-ის რეკომენდაციები

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: მიმდინარე კვირაში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მატება (თბური ტალღაა) მოსალოდნელი.
- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლოა, 41 გრადუსს მიაღწიოს, დასავლეთში — 39-ს.
NCDC გირჩევთ, შეინარჩუნოთ სახლში სიგრილე და სახლში ტემპერატურა დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ შეამოწმოთ.
- დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით — 24 გრადუსს;
- რეკომენდაციაა, ღამით გააღოთ ფანჯრები, დღისით კი შეამციროთ სახლში სიცხის შეღწევა;
- მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები;
- ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს;
- თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს;
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
დეტალები: რეკომენდაციებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია, თავი აარიდოთ სიცხეს:
- გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით;
- თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას;
- მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში;
- მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას;
- არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.
გარდა ამისა, უწყება გირჩევთ, შეინარჩუნოთ სხეული გრილად და ტენიანად:
- მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა;
- ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე;
- იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან;
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა;
- საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით;
- მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები