აზოვის ბატალიონი ფრონტის ხაზზე დაბრუნდა
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლაი ურშალოვიჩმა განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: აზოვის ბატალიონი 2014 წელს, დონბასის კონფლიქტის დროს შეიქმნა, მოგვიანებით კი უკრაინის რეგულარული არმიის ნაწილად იქცა.
- უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აზოვის მებრძოლები შეუპოვრობისა და სიმამაცის სიმბოლოებად იქცნენ.
- ომის საწყის თვეებში ისინი თავდაცვის პოზიციებს მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში ინარჩუნებდნენ.
- 2022 წლის 17 მაისს აზოვსტალის მცველები რუსეთმა ტყვედ აიყვანა, ამავე წლის სექტემბერში, რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის პირობებით, აზოვის მებრძოლები, მათ შორის, მეთაური, დენის პროკოპენკო, თურქეთში გაგზავნეს.
- ისინი ომის დასრულებამდე იქ უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა 2023 წლის ივლისში აზოველები თურქეთში მყოფ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად სამშობლოში დაბრუნდნენ.
- რუსეთმა თურქეთი და უკრაინა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
დეტალები: უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლის თქმით, აზოვის მებრძოლები საიმედოდ იკავებენ თავიანთ პოზიციებს და გამანადგურებელ ზარალს აყენებენ მტერს.
- "ლეგენდარული აზოვის სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აღდგენილია და დაიწყო საბრძოლო მისიების შესრულება სერებრიანსკის სატყეო ზონაში", — განაცხადა ურშალოვიჩმა.
კონტრშეტევა, რომელიც უკრაინამ ზაფხულში წამოიწყო, გრძელდება.
- ომში მყოფი ქვეყნის ოფიციალური პირები ფრონტის ხაზზე წინსვლაზე საუბრობენ.
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს.
-
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მაილიარმა ტელეგრამზე განაცხადა.
-
მანვე თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევით მოქმედებებს.
-
უროჟაინოეში მდებარეობდა რუსული არმიის გამაგრებული პოზიციები, რომელთა შტურმიც უკრაინელებმა აგვისტოს დასაწყისში წამოიწყეს.
- ფრონტის ხაზზე კიევის მიღწევები რუსეთს დაკავებული პოზიციებიდან სამხედრო ძალების გადასროლას აიძულებს.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები