ნახეთ: როგორც იქნა, მიაძაკის უკანასკნელი ფილმის ტრეილერი გავრცელდა (ვიდეო)
ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ლეგენდარული იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის, უკანასკნელი ფილმის ტრეილერი გავრცელდა. ნამუშევარი, სახელწოდებით როგორ ცხოვრობ? (ინგლისურენოვან ვერსიას ბიჭი და ყანჩა ერქმევა), კინოკრიტიკოსებმა უკვე შეაფასეს "შედევრად"; თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრემიერამდე ფილმის შესახებ ფაქტობრივად არაფერი იყო ცნობილი, რადგან არც ტრეილერი გავრცელებულა და არც — სიუჟეტის აღწერა.
ახლა კი, როცა უკვე ტრეილერის ხილვის საშუალება მოგვეცა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად მიაძაკის ხელწერაა — ზღაპრისეულმა ვიზუალებმა შეიძლება რეჟისორის ოსკაროსანი ანიმე Spirited Away-ც კი მოგაგონოთ.
82 წლის რეჟისორმა და სტუდია ჯიბლის თანადამფუძნებელმა ჰაიაო მიაძაკიმ თავადვე განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს და ეს ფილმიც მისი ბოლო ნამუშევარია. ანიმეს სახელი აღებულია იაპონელი მწერლის, იოშინო გენძაბუროს, წიგნის სათაურიდან, თუმცა, ფილმის სიუჟეტი ნაწარმოებს არ ეფუძნება. აქ ამბავი მოზარდ ბიჭზეა, რომელიც თავის პატარა ქალაქში მიტოვებულ კოშკს აღმოაჩენს და მოლაპარაკე ყანჩასთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება.
- ნახეთ: პირველი კადრები მიაძაკის უკანასკნელი ფილმიდან, რომელსაც "შედევრი" უწოდეს
- შეიჭყიტე ჯადოსნურ სამყაროში — მიაძაკის ბოლო ანიმედან ახალი ფოტოები გავრცელდა
როგორ ცხოვრობ? იაპონელმა მაყურებელმა ივლისის თვეში იხილა. ფილმს აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა — 5 მილიონზე მეტი გაყიდული ბილეთით მან უკვე $52,6 მილიონი გამოიმუშავა.
საქებარი სიტყვები არ დაუშურებიათ კინოკრიტიკოსებსაც. "სრულყოფილი, მრავალშრიანი შედევრი ანიმეს ლეგენდისგან", — წერდა Time Out Japan.
"ფილმში ყველაფერი გარდასულ დღეთა მოგონების სევდას ერწყმის, სენტიმენტალურობისგან დაცლილ გააზრებას იმისა, რომ წარსული ვეღარ დაბრუნდება", — დაწერა Polygon-ის მიმომხილველმა სეზარი იან სტრუშიევიჩმა, — "ამ განწყობით კი რეჟისორმა თითქოს ბოლოჯერ შეავლო თვალი თავის შემოქმედებას ფარდის ჩამოფარებამდე".
ამერიკელი მაყურებელი მიაძაკის უკანასკნელ ნამუშევარს, სავარაუდოდ, წელსვე იხილავს. ეპოქალური რეჟისორის ახალი ფილმის ჩვენების უფლება სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც გაყიდულია უკვე.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
კომენტარები