კუნისი და კაჩერი გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულის დადებითად დახასიათებისთვის გააკრიტიკეს
მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ მსახიობი დენი მასტერსონი 2 ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს, მილა კუნისმა და ეშტონ კაჩერმა, რომლებიც მსახიობს აქამდე მხარს უჭერდნენ, მსხვერპლებისთვის მიყენებული ზიანისთვის ბოდიში მოიხადეს. მასტერსონის სასჯელი 30 წლიდან სამუდამო ვადამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განაჩენის გამოტანამდე კოლეგების ნაწილი მსახიობის მიმართ ლმობიერ პოზიციას აფიქსირებდა, მათ შორის არიან მილა კუნისი და ეშტონ კაჩერიც. მსახიობები მასტერსონთან ერთად 1998 წელს გამოსულ ცნობილ სერიალ That 70's show-ში თამაშობდნენ. მათ მასტერსონს სასამართლოსთვის პიროვნების დადებითი დახასიათებაც კი დაუწერეს, რომელშიც კაჩერი ამბობს, რომ მისი აზრით, "დენი მასტერსონი საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას არ წარმოადგენს", კუნისი კი მსახიობს "მისაბაძ მაგალითსა და შესანიშნავ მეგობარს" უწოდებს.
ამის გამო საზოგადოებამ წყვილი მოძალადის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა, რის პასუხად მათ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელეს. კუნისისა და კაჩერის თქმით, მასტერსონის დახასიათებით არ უცდიათ, სასამართლო განაჩენში ეჭვი შეეტანათ და წერილები იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ მოსამართლეს მსახიობის პიროვნებაზე წარმოდგენა შეექმნა.
"ვაცნობიერებთ იმ ზიანს, რომელიც დენი მასტერსონისთვის დაწერილი დახასიათებით საზოგადოებას მივაყენეთ. ჩვენ მსხვერპლებს მხარს ვუჭერთ, ამას ვაკეთებდით წლების განმავლობაში და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას. რამდენიმე თვის წინ დენის ოჯახი დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ მისთვის დახასიათება დაგვეწერა, რომელიც იმ ადამიანს აღწერს, რომელსაც 25 წელია ვიცნობთ.
ამით არ გვინდოდა, მსხვერპლებისთვის ტკივილი მიგვეყენებინა ან მათ სიმართლეში შეგვეტანა ეჭვი და ვწუხვართ, თუ ასე მოხდა. სიყვარულს ვუგზავნით ყველა ადამიანს, რომელიც ოდესმე ყოფილა სექსუალური შევიწროების, ძალადობის ან გაუპატიურების მსხვერპლი", — აღნიშნავს წყვილი.
გავრცელებულ ვიდეოს კრიტიკის ტალღა მოჰყვა. მასტერსონის სექსუალური ძალადობის ერთ-ერთმა მსხვერპლმა ქალმა წყვილს მიმართა, თერაპიისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ "ისევე ავად არიან, როგორც მათი მისაბაძი მაგალითი".
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები