სუს მოსალოდნელ არეულობაზე, ტერორისტული აქტსა და ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზე საუბრობს — რა ხდება
რატომ არის მნიშვნელოვანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, "გარკვეული ჯგუფი", რომლებიც ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ მოქმედებენ, დესტაბილიზაციასა და არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უწყება მსგავსი შინაარსის განცხადებას ავრცელებს.
- უწყება ამტკიცებს, "დესტრუქციული პროცესების" დაწყების თარიღებად მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდია შერჩეული, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.
- "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული "პრორუსულობის" ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის", — წერს სუს.
ვის ასახელებს სუს ორგანიზატორებად: მიუხედავად იმისა, რომ განცხადების დასაწყისში არ არის დაკონკრეტებული, რომელ ჯგუფებზეა საუბარი, სახელისუფლებო უწყებების ტრადიციული რიტორიკა და საინფორმაციო საშუალებებზე ხაზგასმა მიანიშნებს, რომ ოპოზიციური პარტიები იგულისხმება.
- თუმცა, მალევე სუს პირდაპირ სახელებით იწყებს საუბარს და ავტორებად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილეს და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრს, მიხეილ ბატურინის და უკრაინაში მოქმედი ქართული ლეგიონის მეთაურს მამუკა მამულაშვილს ასახელებს.
- ამავდროულად, სუს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობაში უცხო ქვეყნებსაც ადანაშაულებს — წერს, რომ "აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით", რითიაც სავარაუდოდ უკრაინაზე მიანიშნებს, რადგან ყველა ხსენებული პირი ამჟამად უკრაინაში იმყოფება.
სუს-ის მტკიცებით, დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და "დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი", რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.
- უწყება ამბობს, თითქოს რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია კანვასი, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია ოტპორი.
- "სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით", — წერს სუს.
- მათივე მტკიცებით, ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქის მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს.
- "კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,ევრომაიდნის მსგავსი სცენარის განხორციელება", — ამტკიცებს უწყება.
დეტალები: სუს განცხადებაში უფრო და უფრო მძიმე დანაშაულში დებს ბრალს ხსენებულ პირებს და ამბობს, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქის ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
- "აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის", — ამტკიცებს უწყება.
- სუს ამტკიცებს, რომ ხსენებული პროვოკაციები, ორგანიზატორების მიერ, პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა.
- მათივე შეფასებით, არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას.
- "აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას. ასევე, დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- უწყებას არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ბრიფინგზე განცხადების წაკითხვით შემოიფარგლა.
-
გადახედვადღეს, 10 იანვარს, საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს, 10 იანვარს, საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება
-
გადახედვაგამოთვალეს, რომ რა სიჩქარით "ფიქრობს" ადამიანის ტვინი — იგი მოსალოდნელზე ნელი აღმოჩნდა გამოთვალეს, რომ რა სიჩქარით "ფიქრობს" ადამიანის ტვინი — იგი მოსალოდნელზე ნელი აღმოჩნდა
-
გადახედვაჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონიას ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაესწრნენ ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონიას ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაესწრნენ
-
გადახედვასაკარაში 4100 წლის აკლდამა აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონების ექიმს ეკუთვნოდა საკარაში 4100 წლის აკლდამა აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონების ექიმს ეკუთვნოდა
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაივანიშვილის გარემოცვა, თურნავა, "რიჟა", სხვა ბიზნესმენები — ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს ივანიშვილის გარემოცვა, თურნავა, "რიჟა", სხვა ბიზნესმენები — ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: რუსებმა არჩევნები გამოიყენეს საქართველოში ძალების აღსადგენად, რათა ქვეყანა და რეგიონი კვლავ მოექცეს მისი კონტროლის ქვეშ სალომე ზურაბიშვილი: რუსებმა არჩევნები გამოიყენეს საქართველოში ძალების აღსადგენად, რათა ქვეყანა და რეგიონი კვლავ მოექცეს მისი კონტროლის ქვეშ
-
გადახედვაკიდევ 8 დაკავებულის წინასასამართლო სხდომის თარიღმა გადაიწია, აღკვეთზე შაბათს იმსჯელებენ კიდევ 8 დაკავებულის წინასასამართლო სხდომის თარიღმა გადაიწია, აღკვეთზე შაბათს იმსჯელებენ
-
გადახედვატრეილერი: Peacock-მა შონ "დიდი" ქომბსზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო ტრეილერი: Peacock-მა შონ "დიდი" ქომბსზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
-
გადახედვაგერმანიის პოლიტიკური პარტიები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ გერმანიის პოლიტიკური პარტიები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ჩვენმა ატომებმა ოდესღაც გალაქტიკის მიღმა გააღწია — როგორ ახალი კვლევის თანახმად, ჩვენმა ატომებმა ოდესღაც გალაქტიკის მიღმა გააღწია — როგორ
-
გადახედვასვანეთში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ სვანეთში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
-
გადახედვატრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად "ოცნების" მთავრობაში მიწვევა არავის მიუღია ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად "ოცნების" მთავრობაში მიწვევა არავის მიუღია
-
გადახედვამიხაილ როთი: მომავალ კვირას საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მოუთმენლად ველი მიხაილ როთი: მომავალ კვირას საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მოუთმენლად ველი
-
გადახედვა"საერთაშორისო გამჭვირვალობა": როგორ ებრძვიან აქტივისტურ ჯგუფებს საქართველოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა": როგორ ებრძვიან აქტივისტურ ჯგუფებს საქართველოში
-
გადახედვაახალი ნამარხი დინოზავრების ევოლუციის ისტორიას თავდაყირა აყენებს ახალი ნამარხი დინოზავრების ევოლუციის ისტორიას თავდაყირა აყენებს
-
გადახედვაროგორ გეგმავს NASA მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას როგორ გეგმავს NASA მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას
-
გადახედვასამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება: ვგმობთ საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება: ვგმობთ საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს
-
გადახედვაირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს
კომენტარები