რა ხდება ყარაბაღში — ბოლო სიახლეები
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღი მძიმე არტილერიით დაბომბა.
- ბაქო ამტკიცებდა, რომ მათი სამიზნე არ არის სამოქალაქო დასახლებები ან ინფრასტრუქტურა და მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებს ესვრიან.
- თუმცა ყარაბაღის ოფიციალური პირების განცხადებით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
- 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი დანებდა.
- ადგილობრივმა მთავრობამ კი თქვა, რომ დათანხმდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და შეიარაღებული ძალების დაშლასა და განიარაღებას.
- "აზერბაიჯანული მხარის მიერ წამოჭრილი საკითხები რეინტეგრაციის, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის საარსებო წყაროს უზრუნველყოფის შესახებ, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, განიხილება ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ევლახში 2023 წლის 21 სექტემბერს", — განაცხადეს ყარაბაღის ოფიციალურმა პირებმა.
რა ხდება ახლა: სომხური მედია CivilNet წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ყარაბაღში სროლები გრძელდება.
- "მაშინ, როცა ელვახში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის არმია სტეფანაკერტს გარეუბნიდან ესვრის", — ნათქვამია CivilNet-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 200 ადამიანი და დაშავდა 400-ზე მეტი.
- დაღუპულთა შორის არის 10 მშვიდობიანი მოქალაქე და 5 ბავშვი.
- მათი ცნობით, გრძელდება დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
- აზერბაიჯანის მხრიდან თავდასხმის შედეგად დაიღუპა ქალაქ მარტუნის მერი, აზნავურ საღიანიც.
- Meydan TV-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 80 აზერბაიჯანელი სამხედრო.
დეტალები: სროლების შედეგად დაიღუპა რამდენიმე რუსი სამხედროც. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
- ალიევმა პუტინს "ბოდიში მოუხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს, ყარაბაღში, რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო".
- ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაზე საფუძვლიანი გამოძიება დაიწყება და "ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისჯება".
- მისივე თქმით, მზად არის დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურად დაეხმაროს.
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვავიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ვიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება "გავათენოთ საქართველოსთვის" — საპროტესტო აქცია პარლამენტთან ხვალ, 22 საათზე დაიწყება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაგვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი გვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
კომენტარები