პიკეს დათხოვნილ ძიძას შაკირამ სიმღერა მიუძღვნა და კლიპშიც ის გადაიღო
ალბათ გახსოვთ, რომ შარშან, როცა 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ შაკირა და ჟერარდ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ, აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ესპანელი ფეხბურთელის მხრიდან ღალატზე. ესპანურენოვანი (და არა მხოლოდ) მედია ვარსკვლავური წყვილის დაშორების მიზეზებს გულმოდგინედ იკვლევდა. მაშინ გავრცელდა ასევე ხმა, რომ შაკირას პიკეს სავარაუდო ღალატის შესახებ ძიძამ, ლილი მელგარმა, აცნობა. ამავე წყაროების მიხედვით, მელგარი, რომელიც წყვილის ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, პიკემ კომპენსაციის გადახდის გარეშე გაათავისუფლა.
აქამდე ეს ყველაფერი უბრალოდ "გავრცელებულ ცნობად" რჩებოდა, მით უმეტეს, რომ ამბავს არც პიკე და არც შაკირა არ შეხებიან. თუმცა, სულ ახლახან კოლუმბიელმა მუსიკოსმა თავის ახალ სიმღერაზე ვიდეოკლიპი გადაიღო, სადაც სწორედ ლილი მელგარს ვხედავთ.
სიმღერა El Jefe ადამიანების შრომითი ექსპლუატაციის თემას შეეხება. ვიდეოკლიპის დასასრულს კი ეკრანზე მელგარი რამდენიმე წამით ჩნდება და კამერაში იყურება. პარალელურად, შაკირა ამბობს: "ლილი მელგარ, ეს სიმღერა შენ გეძღვნება. შენთვის კომპენსაცია არ გადაუხდიათ".
ინტერნეტსივრცეში ვიდეოკლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შაკირა მელგარის მხარდაჭერისთვის ბევრმა შეაქო.
შაკირა და პიკე ერთმანეთს 13 წლის წინ შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. მათ ორი საერთო შვილი — მილანი და საშა — ჰყავთ. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ვარსკვლავური წყვილი შარშან ზაფხულს დაშორდა.
შაკირას და პიკეს ურთიერთობის დასრულებას მსოფლიო მედიის გამძაფრებული ყურადღება ერთოდა თან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მომღერალმა გამოუშვა სიმღერა, რომელშიც ყოფილ პარტნიორს დასცინის.
შაკირასთან დაშორების შესახებ რამდენიმე თვის წინ პიკემაც ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ახლა მისი, "როგორც მამის, მოვალეობა შვილების დაცვაა".
"პრობლემა ისაა, თუ როგორ აღიქვამს ხალხი რაღაცებს და როგორ ფუთავს მედია ამას", — აღნიშნავს პიკე, — "ისევ იმას ვაკეთებ, რაც მინდა; საკუთარი თავის ერთგული ვრჩები და არ ვაპირებ, ფული სახელის გაწმენდას დავახარჯო".
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები