"გადატრიალებაზე" სუს-ის ბრალდების შემდეგ მმართველი გუნდი კარვის გაშლის წესს ამკაცრებს — რა ვიცით
რა ხდება: 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, თითქოს "გარკვეული ჯგუფი", რომლებიც ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ მოქმედებს, დესტაბილიზაციას, არეულობას და ტერორისტულ აქტს გეგმავს, რომლის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.
- უწყებამ ისაუბრა ბარიკადების და კარვების ქალაქის მოწყობის გეგმაზე, შესაძლო აფეთქებაზე და ევრომაიდნის სცენარის განვითარების მცდელობაზე.
- სუს ამტკიცებდა, რომ "დესტრუქციული პროცესების" დაწყების თარიღებად მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდია შერჩეული, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უწყება მსგავსი შინაარსის განცხადებას ავრცელებს და აქამდე კონკრეტული შედეგების ან გამოძიების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- უწყებას ამჯერადაც არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ბრიფინგზე განცხადების წაკითხვით შემოიფარგლა.
- არასამთავრობო სექტორი ამას საზოგადოებაში შიშის დათესვის მცდელობად აფასებს და საინფორმაციო მანიპულირებას ადარებს, რაც ავტორიტეტული საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი.
კანონპროექტი: შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატორი მმართველი გუნდია და მათი მომზადების ერთ-ერთ მიზეზად "გადატრიალების" მცდელობას ასახელებენ.
- ნეტგაზეთი პროექტის განმარტებით ბარათზე დაყრდნობით წერს, რომ მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
- საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
- გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
- ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ბიუროს სხდომაზე, სადაც კანონპროექტი დაარეგისტრირეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ განხილვა უნდა გადაიდოს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პასუხი იქნება ცნობილი.
- თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ პროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო პრაქტიკას და 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას.
- "ვთვლით, რომ ეს არის მორიგ ჯერზე მიზანმიმართული საბოტაჟირება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, იმიტომ, რომ 1 თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე. ჩვენ გთავაზობთ, რომ ეს პროცესი არამცთუ დაჩქარებული წესით განიხილოს პარლამენტმა, არამედ შეჩერდეს და გვქონდეს შესაძლებლობა, გავიაროთ კონსულტაციები ეუთო/ოდირთან და ვენეციის კომისიასთან", — განაცხადა ბოკუჩავამ.
- თეონა აქუბარდიამ იკითხა, რამდენად ლოგიკურია, რომ მსგავსი ცვლილებების საფუძველი გახდა სუს-ის განცხადება "გადატრიალების" მცდელობაზე და არა გამოძიების შედეგი.
- "თქვენ ხომ გამომძიებელი არ ხართ, უსაფრთხოების ექსპერტიდან, თქვენი ექსპერტული და პატრიოტული გამოცდილებიდან ვერაფერს ხედავთ აქ საეჭვოს?" — ასე მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიას.
- მანვე აღნიშნა, რომ არგუმენტები კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე და სხვა შინაარსობრივი საკითხები კომიტეტის სხდომაზე და პლენარულზე უნდა განიხილონ და არა ბიუროს სხდომაზე.
- ქართული ოცნების დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, არავინ არ უკრძალავს მოქალაქეებს კარვის დადგმას, არის კონკრეტული მოცემულობები და პოლიციას დასაბუთების ვალდებულება აქვს.
- "ჩვენ მოვისმინეთ ადამიანების კომენტარები, რომლებიც ტრენინგს ატარებენ და სურს, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში არეულობის დაწყება, ასე, რომ ამ საკითხით უგულებელყოფა და გადადება არის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის დარტყმა", — ამტკიცებდა მათიკაშვილი და დაჩქარებული წესით განხილვის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.
- საბოლოოდ, ბიურომ გადაწყვიტა, რომ პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ — პროექტს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს გადაეცემა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება პრინციპულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ დეტალურად შეფასება გაუჭირდება, რადგან კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდება.
- "არცერთი ცვლილება, რომელიც დაკავშირებული იყო აქამდე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ან შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და გარწმუნებთ, რომ არც ეს დარჩება", — აღნიშნა მან.
- ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კი აცხადებს, რომ კანონის შემოღების მიზანი სინამდვილეში არის ხელის შეშლა და ბარიერების შექმნა გამოხატვის და შეკრების უფლების რეალიზაციაში.
- "ისახავს მხოლოდ იმ მიზანს, რომ უბრალოდ პოლიციას აპრიორი ჰქონდეს რაღაც ხელოვნურად შექმნილი საფუძველი და ნებისმიერი კონსტრუქცია, თუ ნებისმიერი დროებითი კარავი, რომელსაც გაშლის იქ შეკრებილი ადამიანი, რომ წვიმისგან და სიცივისგან დაიცვას თავი, განიხილოს როგორც უკანონო და შემდეგ უკვე აქციის მონაწილეებმა უნდა ამტკიცონ", — აღნიშნა ლომჯარიამ.
ქართული ოცნება: როგორც TV პირველი წერს, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ სუს-ის განცხადების მიხედვით, კარვები შეიძლება არეულობის მოსაწყობად გამოეყენებინათ, კანონპროექტში კი გაწერილია ლეგიტიმური მიზნები, რა შემთხვევაში შეიძლება მიეცეს პოლიციას უფლება, კარვის ქონა შეზღუდოს.
- "ასეთი ტენდენციაა, რომ როცა კანონპროექტზეა საუბარი, საუბრობენ, რომ ეს არის ცუდი კანონპროექტი. ჩავიხედოთ შიგნით, რა წერია. რატომ ვხედავთ რაღაც შეზღუდვას? დღესაც არის შეზღუდული მაგალითად, ის, რომ მანიფესტაციის დროს არ შეიძლება გქონდეს ისეთი საშუალებები, რომელიც ადვილად აალებადია. მაგალითად, აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი, ეს შეზღუდვაა გამოხატვის თავისუფლების?!", — განაცხადა დარაღველიძემ.
- ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ ყველაფერი დარეგულირდება საჯაროდ და საუკეთესოდ ევროპული სტანდარტის მიხედვით.
- "გვახსოვს ის, რომ ადამიანები სავალ ნაწილებზე გამოშლიდნენ კარვებს, შიგნით არავინ არ იყო და კაცმა არ იცოდა, შიგნით რა ხდებოდა. შესაბამისად, აქ არავინ არავის არაფერს არ უზღუდავს. თუ მაგალითად, შიშზე ვსაუბრობდით და დამერწმუნეთ, რომ არ მგონია, რომ ხაბეიშვილი, ვაშაძე და კიდევ ორჯერ გამრავლებული ამ შოუმენების ვიღაცას ეშინოდეს", — აღნიშნა მან.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები