ბოლო ცნობები ისრაელიდან

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
- ამაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო. ის აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 5 000 რაკეტა ისროლა.
- ჰამასის სამხედრო მეთაურის თქმით, ეს არის შურისძიება ისრაელის მიერ ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფის გამო.
- სროლების შედეგად საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და სხვა ქალაქებში.
- ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჯარისკაცების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
- ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასის დაჯგუფებამ ისრაელის წინააღმდეგ ომი წამოიწყო და პირობა დადო, რომ ისრაელი გაიმარჯვებს.
რა ხდება ახლა: საერთაშორისო მედიების ცნობით, ჰამასის წევრები ისრაელის ტერიტორიაზე შევიდნენ.
- ისრაელის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირებები ჯერ კიდევ გრძელდება.
- ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 40 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა კი 700-ზე მეტია.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰამასმა დაატყვევა ისრაელის სამხეროები, თუმცა ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ცნობები ჯერ არ არსებობს.
- ცოტა ხნის წინ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
- "ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ", — ამბობს პრემიერმინისტრი.
- ის ისრაელის მოსახლეობას მოუწოდებს დაემორჩილონ თავდაცვის ძალების ბრძანებებს.
გამოხმაურებები: ჰამასის მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.
-
"ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საზიზღარი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან", — წერს ტვიტერზე ევროპარლამენტარი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
- ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს.
- "მტკიცედ ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ამ დილით განხორციელებულ თავდასხმებს, ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა", — წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
- უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
- "ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ტერაქტისას ახლობლები დაკარგა. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა ფორმას", — აღნიშნულია ზელენსკიც განცხადებაში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები