რა მდგომარეობაა ისრაელში ახლა

ფოტო: Reuters
რა მოხდა: 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
- ამაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. მათი თქმით, ეს არის შურისძიება ისრაელის მიერ ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფის გამო.
- ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჯარისკაცების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
- ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასის დაჯგუფებამ მათ წინააღმდეგ ომი წამოიწყო და პირობა დადო, რომ ისრაელი გაიმარჯვებს.
- ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჰამასმა მათი მიმართულებით 2000-ზე მეტი რაკეტა ისროლა.
- მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამასმა ისრაელის სამხედროები და მათ შორის, სამოქალაქო პირებიც მძევლად აიყვანა და ღაზის სექტორში გადაიყვანა.
- მოგვიანებით, ეს ინფორმაცია დაადასტურა ჰამასმაც და ისრაელის თავდაცვამაც.
დეტალები: სროლები იყო ღაზა-ისრაელის საზღვრის იმ ნაწილშიც, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა.
- ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ CNN-ს უთხრა, რომ მოულოდნელად მუსიკის ხმა შეწყდა და სირენებისა და სროლის ხმა გაისმა.
- თავდასხმის შედეგად ფესტივალის მონაწილეების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ჰამასის წევრებმა მძევლად აიყვანეს. ზოგმა გაქცევა და დამალვა მოახერხა.
- ჰამასი ღამის განმავლობაში ბომბავდა ისრაელის ქალაქებს, მათ შორის, თელ-ავივსაც.
- ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხი 350-მდე გაიზარდა. დაშავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.
- "ჩვენ შურს ვიძიებთ ამ შავი დღისთვის", — თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის კონტრშეტევა: ჰამასის თავდასხმების შემდეგ, ისრაელმა წამოიწყო ოპერაცია "რკინის ხმლები".
- პრემიერმინისტრმა, ნეთანიაჰუმ ღაზას მოსახლეობას მოუწოდა ტერიტორიის დატოვებისკენ და გააფრთხილა, რომ იწყებდა ოპერაციას, რომელის მიზანიც იყო ყველა იმ ადგილის განადგურება, სადაც ჰამასი იყო დაფუძნებული.
- თავდასხმების ფონზე, პრემიერმინიტრმა მოუწოდა ოპოზიური პარტიის ლიდერებს გაერთიანებულიყვნენ საგანგებო დროებით მთავრობაში.
- თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელი მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა ღაზას.
- პალესტინის განცხადებით, სროლების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 256 პალესტინელი, მათ შორის, 20 ბავშვი.
- დაშავებულია 2000-მდე პალესტინელი.
გარდა ამისა, 8 ოქტომბერს, დილით ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით საარტილერიო თავდასხმა განახორციელა შეიარაღებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ.
- ჰეზბოლას განცხადებით, ეს იყო ჰამასის მიმართ სოლიდარობის გამოხტვა.
- ჰეზბოლას მიმართ საპასუხო თავდასხმა იყო ისრაელის მხრიდანაც.
გამოხმაურებები: ჰამასის მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ.
- "ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საზიზღარი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან", — წერს ტვიტერზე ევროპარლამენტარი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
- ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს.
- "მტკიცედ ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ამ დილით განხორციელებულ თავდასხმებს, ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა", — წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
- უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
- "ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ტერაქტისას ახლობლები დაკარგა. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველა ფორმას", — აღნიშნულია ზელენსკიც განცხადებაში.
- ჰამასის თავდასხმა ისრაელზე დაგმო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმაც.
- "შოკირებული ვარ ჰამასის ტერორისტების მიერ, ამ დილით, ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით", — წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი.
- აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებაზე არის მტკიცე და ურყევი.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე:
- +972526919092
- +972 52-8888513
- +972 54-7386813
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები