რა სიტუაციაა ისრაელსა და ღაზას სექტორში — ბოლო მონაცემები
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელის მიმართულებით მასიური სარაკეტო თავდასხმა იყო, რაზეც პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო.
- სროლები იყო ღაზა-ისრაელის საზღვრის იმ ნაწილშიც, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა.
- თავდასხმის შედეგად ფესტივალის ასეულობით დამსწრე დაიღუპა, ნაწილი მძევლად აიყვანეს.
- დაატყვევეს ებრაელი სამხედროები და სამოქალაქო პირებიც — ჰამასის გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ისინი ძალადობენ მძევლებზე.
- ისრაელის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევა და ჯარისკაცების მობილიზება დაიწყეს, გამოცხადდა საომარი მდგომარეობა.
რიცხვებში: ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1 008 ადამიანი, დაშავებულია 3 418.
- ღაზას სექტორთან მდებარე სოფელ კიბუც ბეერიში ჰამასის დახოცილი 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
- ისრაელის კონტრშეტევის შედეგად კი 830 პალესტინელი დაიღუპა, 4 000 დაიჭრა და 137 000-ზე მეტი დევნილი გახდა.
- ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ღაზას საზღვარი საბოლოოდ დაიხურა და ქვეყანაში 1 500 ტერორისტის გვამი იპოვეს.
- IDF ასევე აცხადებს, რომ თვითმფრინავებმა სამშაბათს დაარტყეს 200-ზე მეტ სამიზნეს ღაზაში, ალ-ფურქანის რაიონში.
დეტალები: სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას მათი მოქალაქეების დაღუპვისა და დაკარგვის შესახებ.
- ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, გარდაიცვალა 2 ქართველი-ებრაელი ოფიცერი, საქართველოს მოქალაქეები კი არ დაშავებულან.
- ჰამასი იმუქრება, რომ თუ ისრაელის საჰაერო თავდასხმები გაფრთხილების გარეშე გაგრძელდება მძევლებს მოკლავენ და კადრებს გაავრცელებენ.
- მათი მტკიცებით, 100-ზე მეტი ტყვე ჰყავთ, გაეროში ისრაელის ელჩმა კი თქვა, რომ შესაძლოა 150-მდე ადამიანი იყოს.
- ამავდროულად, ჰამასი უარს ამბობს, გაათავისუფლოს ისინი, სანამ ბრძოლები არ დასრულდება.
- ისრაელის ეროვნული უშიშროების სამინისტრო ამბობს, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების გუნდების შესაიარაღებლად 10 000 იარაღს გადასცემს.
ფრენები საქართველომდე: ისრაელში იმყოფებიან ქართველები, რომელთა ნაწილს მიმდინარე მოვლენების გამო ქვეყნის დატოვა სურს, ისინი ევაკუაციის სირთულეებზე საუბრობენ.
- სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში Georgian Airways-ის რეისებზე, რომლებიც თელ-ავივიდან თბილისში სრულდება, ბილეთები გაძვირდა, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.
- კრიტიკის პასუხად, ჯორჯიან ეარვეისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც, ტრადიციულად, თავის მართლებას კრიტიკოსებზე თავდასხმა მოაყოლა.
- "ამ მიმართულებაზე მძაფრი კონკურენციაა, რაც ბილეთის ფასებზე ყოველგვარ ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავს", — ამტკიცებენ ისინი.
- თუმცა სხვა ავიაკომპანიების, მაგალითად Turkish Airlines-ის და Pegasus-ის ავიარეისებზე, რომლებიც თელ-ავივიდან საქართველოსკენ სრულდება, ფასი რამდენიმე ასეული ლარით დაბალია.
- პრობლემაა ისიც, რომ ბილეთები მალევე ამოიწურა და მოქალაქეების ნაწილმა შეძენა ვერ შეძლო, ამიტომ საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ დღეს განაცხადა, რომ დამატებითი რეისი დაინიშვნაზე მუშაობდნენ.
- 12 ოქტომბრის რეისი დაემატა, რომელიც თელავივიდან ადგილობრივი დროით 17:40 საათზე გამოფრინდება.
- ამ ეტაპზე ბილეთის ფასი 1 007 ლარია, მისი შეძენა კი ვებგვერდზეა შესაძლებელი, რადგან საქართველოს მთვარობა ამ ავიარეისებს არ აფინანსებს.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე:
- +972526919092
- +972 52-8888513
- +972 54-7386813
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები