მოკლედ: დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო "მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელების გამო".

დეტალები: ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრიდან ექვსმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

  • დასკვნას არ დაეთანხმნენ მოსამართლეები: ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.
  • დასკვნა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნება.
  • "საკონსტიტუციო დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება", — თქვა მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

რით ასაბუთებენ გადაწყვეტილებას: საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ

  • "საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 2023 წლის 13 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.
  • ამით მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის 1 ქვეპუნქტის განაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას."

როგორ აღმოჩნდა ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საფრთხის წინაშე:

  • 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპულ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა, რასაც ქართული ოცნების მიერ ზურაბიშვილის ერთხმად გაკრიტიკება მოჰყვა — ირაკლი კობახიძემ და სხვებმა ის კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულეს და დააანონსეს, რომ ამას "რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ". მთავრობის უარის მიუხედავად, ზურაბიშვილის ვიზიტები მაინც შედგა.
  • მმართველი პარტია აპელირებებდა იმაზე, რომ რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ოფიციალური ვიზიტები არაკონსტიტუციურია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყოთ.
  • საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წევრების [ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის] კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით 22 სექტემბერს მიიღო.

მასალა განახლებადია