რა ხდება ისრაელსა და ღაზაში ომის დაწყებიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში 5 791 ადამიანი დაიღუპა. ეს მონაცემები, გუშინდელთან შედარებით, 700 ადამიანით მეტია.
- ისრაელი — ჰამასის ომის დაწყებიდან, ისრაელში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა და ჰამასის პირველ თავდასხმას ემსხვერპლა.
ვითარება ღაზაში: დღეს ისრაელმა ქალაქი ხან-იუნისი კიდევ ერთხელ დაბომბა.
- BBC ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ეძებს მოსახლეობა ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს.
- გაეროს სააგენტო, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს ეხმარება (UNRWA), აცხადებს, რომ თუ ღაზის სექტორში საწვავს დაუყოვნებლივ არ მიიღებენ, იძულებული გახდებიან, მუშაობა შეაჩერონ.
რატომ არ ეთანხმება ისრაელი ღაზაში საწვავის შეტანას: ისრაელის მტკიცებით, საავადმყოფოებისთვის და მოსახლეობისთვის გამოყოფილ საწვავს ჰამასი საკუთარი გენერატორებისთვის იმარაგებს.
- ისრაელის შეიარაღებული ძალები ამბობს, რომ ჰამასს საწვავის 12 ავზი ეგვიპტის საზღვართან ახლოს დგას.
- საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცებით კი, საავადმყოფოებს ღაზაში საწვავის მარაგი ეწურებათ, რაც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად, ღაზის სექტორში საწვავი არ შესულა.
- 7 ოქტომბრამდე ღაზას ელექტრომომარაგებას ისრაელი უზრუნველყოფდა, თავდასხმის შემდეგ კი ისრაელმა სრული ალყა გამოაცხადა და, გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან ერთად, ღაზას ელექტრომომარაგებაც შეუწყვიტა.
ვითარება ისრაელში: 7 ოქტომბრის შემდეგ, ჰამასის თავდასხმების შედეგად, 5 400 ადამიანია დაჭრილი. დაღუპულთა რიცხვი 1 400-ს აჭარბებს.
- 7 ოქტომბერს, ასევე, ტერორისტებმა, ისრაელის ტერიტორიიდან, მძევლად აიყვანეს 222 ადამიანი. რამდენიმე მათგანი, მოლაპარაკების შედეგად, გაათავისუფლეს.
- მსოფლიო მხარდაჭერა: ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა უამრავმა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მა და ევროკავშირმა.
- ომში მყოფ ქვეყანაში არაერთი ლიდერი ჩავიდა, რომელთა შორის იყვნენ აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის პირველი პირები.
- მართალია, ქვეყნების უმეტესობამ ჰამასის თავდასხმები დაგმო, თუმცა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ასევე, აუცილებელია, ღაზის სექტორში საკმარისი ოდენობით ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა.
- ჩინეთი და რუსეთი, მიმდინარე კონფლიქტში, არც ისრაელის და არც ჰამასის ქმედებებს არ გმობენ.
- ორივემ, ასევე, განაცხადა, რომ ომი ხაზს უსვამს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებლობას.
- ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ისრაელის პასუხი გასცდა თავდაცვას.
პალესტინის მოსახლეობის მიმართ სოლიდარობას ბევრი ქვეყანა გამოხატავს, თუმცა ირანი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებიდან, რომელიც ღიად უჭერს მხარს ჰამასს.
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები