რა ხდება: ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა, შეიარაღებული ძალების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელმა ჰამასი უნდა გაანადგუროს.

  • მისივე თქმით, ომი ჯერ ადრეულ ეტაპზეა.
  • "მოემზადეთ სამომავლო ამოცანებისთვის, ომი ახლა იწყება. სამწუხაროდ, მოგვიწევს ფასის გადახდაც. მზად იყავით ფიზიკურადაც და მენტალურადაც, აღჭურვილობით და ყველა საშუალებით. ჩვენ გავალთ ველზე და გავანადგურებთ ჰამასს, პირდაპირი მნიშვნელობით. სხვა შემთხვევაში, ჩვენ აქ ვეღარ ვიარსებებთ," - თქვა გალანტმა.

ისრაელის ავიადარტყმების შედეგი ღაზის სექტორში: ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს, სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

  • გუშინდელი მონაცემებით, სულ, 7 ოქტომბრიდან, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 5 791 ადამიანი იყო გარდაცვლილი.
  • ისრაელი ამბობს, რომ მისი სამიზნე ჰამასის ინფრასტრუქტურაა.