გარფილდი მამას პირველად ხვდება — ნახეთ ახალი ანიმაციური ფილმის ტრეილერი

ფოტო: Sony Pictures
The Garfield Movie კიდევ ერთი ანიმაციური ფილმია ყველასათვის საყვარელი და პრეტენზიული ფისოს შესახებ, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს. The Garfield Movie-ის ტრეილერი უკვე გამოვიდა და ცნობილი გახდა, რომ ბუზღუნა გარფილდს მსახიობი კრის პრატი გაახმოვანებს.
ფილმის ტრეილერში გარფილდის შესახებ სხვა საინტერესო დეტალებიც ხდება ცნობილი. The Garfield Movie-ში მაყურებელი ნახავს, თუ როგორ იშვილა ჯონმა გარფილდი, შემდეგ კი ფისოს მამასაც გავიცნობთ, რომელსაც სემუელ ელ ჯეკსონი ახმოვანებს.
შეგახსენებთ, რომ 2004 წლის ფილმ Garfield-ის გამოსვლის შემდეგ პერსონაჟი გარფილდი პოპულარული გახდა და ბევრმა შეიყვარა. 2006 წელს კი მაყურებელმა Garfield: A Tail of Two Kitties იხილა, რომელიც ასევე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ლაზანიას მოყვარული და ორშაბათის მოძულე გარფილდი კი დღემდე ბევრი ჩვენგანის საყვარელ პერსონაჟად რჩება.
The Garfield Movie-ის პრემიერა 2024 წლის 24 მაისს შედგება.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები