საზმაუს მენეჯმენტმა "დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე" განაცხადა, რადგან საქმე მათი დაფინანსების წესის ცვლილებას ეხება
მოკლედ: პირველი არხის მენეჯმენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც გუშინ, 15 ნოემბერს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
ცვლილებამდე
- მაუწყებელი ბიუჯეტიდან იღებდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ს.
- მაგალითად: 2023 წლისთვის, ეს არის 86 მილიონამდე ლარი.
- შედარებისთვის: ეს მილიონობით ლარით მეტია, ვიდრე ყველა ტელე და რადიო მაუწყებლის საერთო შემოსავლების ჯამი 2022 წლისთვის.
რა შეიცვლება
- განისაზღვრა, რომ მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
- "საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.
- ამასთან, მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით", — წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
პოზიციები
- ინიციატორები ამბობენ, რომ მიზანი "დაფინანსების ადეკვატური წესის შემუშავებაა", რადგან მანამდე არსებული წესი, რომელიც 15 წელი მოქმედებდა, არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას.
- მაუწყებლის გენერალური დირექტორისთვის, თინათინ ბერძენიშვილისთვის კი, "ეს ყველაზე დიდი პრობლემაა."
რა არგუმენტებია
- კანონმდებლები: "მაგალითად, მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის ოდენობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე — ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით".
ვასილ მაღლაფერიძე, საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე: "კანონპროექტში დიდ რისკებს ვხედავთ, დამფინანსებელს რაც მოეწონება, ის იქნება სარედაქციო პოლიტიკა, არ ვსაუბრობთ დაფინანსების მოცულობაზე, გვინდა, ეს გაითვალისწინონ."
დამოუკიდებლობის საფრთხის კონტექსტი
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების განყოფილებას სანდოობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
- 2022 წელს ამაზე ხმამაღლა ისაუბრა მაუწყებლის ძირითადი საკვირაო გადაცემის, ახალი კვირის ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ და რეპორტიორებმა — თამთა ჯანაძემ, ქეთი თითბერიძემ და სოფო ზედელაშვილმა.
- ამის შემდეგ ისინი ტელევიზიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.
- ჟურნალისტებმა თქვეს, რომ არხმა გადაცემა ცენზურის მიზნით დახურა და "შავი სიების" ფაქტორზეც ისაუბრეს, რაც მათი თქმით, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურისთვის არასასურველი რესპონდენტების ჩამონათვალს მოიცავდა.
- პირველი არხის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტმა ქეთი თითბერიძემ გამოცემა მედიაჩეკერთან საუბრისას თქვა, რომ მაუწყებელში მაღლაფერიძის გავლენა ძლიერდება.
ბოლო ხაზი: ვასილ მაღლაფერიძე იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული მეცხრე არხის წამყვანი, 2017 წლიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა. 2020 წელს გადადგა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. პარტიიდან წასვლის შემდეგ, 2022 წლის აპრილში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები