ისრაელის მტკიცებით, საავადმყოფოში გვირაბის შესასვლელს მიაგნეს, ვრცელდება ვიდეოც
რა ხდება: ისრაელის მტკიცებით, ღაზაში მდებარე საავადმყოფოში, ალ-შიფაში გვირაბის შესასვლელი იპოვეს.
დეტალები: ისრაელელი ჯარისკაცები ალ-შიფაში რეიდს ატარებენ. თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ჰქონდათ დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ სწორედ საავადმყოფოს ქვეშ არის ჰამასის მთავარი გვირაბები.
- ვიდეოში, რომელიც IDF-მა გაავრცელა, ჩანს ღრმული მიწაში, რომელიც, მათი მტკიცებით, გვირაბის შესასვლელია. კადრებში ჩანს, ასევე, მილები და კაბელები. ასევე, კადრში ჩნდება საავადმყოფოს ერთ-ერთი მთავარი შენობა.
- IDF-ის მტკიცებით, იპოვეს დამალული მანქანაც, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო აღჭურვილობა იყო.
რას ამბობს ჰამასი: დაჯგუფება ისრაელის ინფორმაციას უსაფუძვლო ტყუილს უწოდებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველაფერი, რასაც ისრაელი ალ-შიფას შესახებ ამბობს, სიცრუეა და ვიდეო — ყალბი სცენარით არის დადგმული.
- განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ მიმართა ყველა ინსტიტუციას, საერთაშორისო ორგანიზაციას, შეექმნათ ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც მოინახულებდნენ და შეისწავლიდნენ ყველა საავადმყოფოს, რაც დაადასტურებდა, რომ ისრაელის ბრალდება, თითქოს საავადმყოფოებში ჰამასის ინფრასტრუქტურაა განლაგებული, ტყუილია.
რა ვითარებაა ალ-შიფას საავადმყოფოში: ღაზის მთავარი კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ აღარ აქვთ ჟანგბადი და წყალი.
- მუჰამად ანუ სალმიას შეფასებით, ალ-შიფაში ტრაგიკული პირობებია, აქ 650 პაციენტი, 500 მედპერსონალი და 5 ათასი დავნილი ადამიანია.
- მისივე თქმით, საავადმყოფოს გარშემო ისრაელის ტანკებია, შენობაში და გარე პერიმეტრზე კვლავ ისრაელელი ჯარისკაცები დადიან.
- ჟურნალისტი, რომელიც საავადმყოფოშია ჩარჩენილი, BBC-სთან ამბობს, რომ IDF-ის წარმოამდგენლები არიან ყველგან და ისვრიან ყველა მიმართულებით. ამ ინფორმაციის დადასტურება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები