ნახეთ: საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე პირველი რეპეტიცია გაიარა (ფოტოები)
2023 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუმდე სულ ცოტა დროღა რჩება. რიგით 21-ე საბავშვო ევროფესტივალს საფრანგეთის ქალაქი ნიცა 26 ნოემბერს უმასპინძლებს. 16 მონაწილე ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა, რომელსაც კონკურსზე ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარადგენენ. ქართველმა მონაწილეებმა სულ ცოტა ხნის წინ Palais Nikaïa-ის არენაზე პირველი რეპეტიციაც გაიარეს.
ანასტასია, ნიკოლოზი და ოთო კონკურსზე მებო ნუცუბიძისა და ბეთხოს (ირაკლი მანჩხაშვილი) დაწერილ სიმღერას Over The Sky შეასრულებენ. ფინალში მაყურებლის წინაშე ისინი მე-10 ნომრად წარდგებიან.
ანასტასია ვასაძემ წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლის სტატუსი პირველი არხის პროექტ რანინაში გამარჯვებით მოიპოვა. მოგვიანებით 11 წლის მომღერალს რანინას კიდევ ორი მონაწილე შეუერთდა.
2023 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემა 24 ნოემბერს, საღამოს 11 საათზე (თბილისის დროით) დაიწყება. ხმა შეგიძლიათ მისცეთ როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. ამისათვის უნდა ეწვიოთ ვებგვერდს jesc.tv
საფრანგეთმა ევროვიზია ჯუნიორის მასპინძლობის უფლება გასულ წელს, ერევანში გამართულ კონკურსზე გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ქვეყნის წარმომადგენელმა 13 წლის მომღერალმა, ლისანდრომ, შარშან ტელემაყურებლისა და ჟიურისგან ჯამში 203 ქულა მიიღო და საფრანგეთს კონკურსზე მეორე გამარჯვება მოუტანა. 2022 წელს საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ ბიგვავამ კი კონკურსზე მე-3 ადგილი დაიკავა 161 ქულით. ამასთან, მან ჟიურის მეორე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ევროვიზია ჯუნიორზე საქართველო ამ დრომდე რჩება ყველაზე წარმატებულ მონაწილე ქვეყნად. ჩვენს ანგარიშზე რეკორდული სამი გამარჯვება ირიცხება. 2008 წელს პირველი გამარჯვება ჯერ ჯგუფმა ბზიკებმა მოიპოვა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს მალტაზე გამართული კონკურსი კი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. ამას გარდა, საქართველომ ევროვიზია ჯუნიორზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და ხუთჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები