აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ხელისუფლებამ გააკრიტიკა USAID ანტირუსული განწყობების გამო, აფხაზეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა.
ასლან ბჟანიამ ორშაბათს გამოსცა განკარგულება, რომლითაც შეცვალა პრეზიდენტის წინა ბრძანებულება, აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პროექტების განხორციელების შესახებ. შესწორება ავალდებულებს აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სრულად გაამჟღავნონ თავიანთი ბიუჯეტი და ხარჯები.
ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გაასაჯაროონ ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების სახელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მიიღებენ მონაწილეობას მათ პროექტებში.
მთავრობა, ასევე, მოითხოვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა საპროექტო წინადადებები საგარეო საქმეთა სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინონ.
განკარგულების შესახებ პირველი მინიშნება გასულ კვირას გაკეთდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ დაადანაშაულა საერთაშორისო ორგანიზაციები ბიუჯეტების, ხარჯებისა და პროგრამების გაუმჭვირვალობაში.
არძინბამ USAID-ი დაადანაშაულა ანტირუსული სენტიმენტების გავრცელებაში "კრემლის ბოროტი გავლენის ჩარჩოს“ ფარგლებში და "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის" მცდელობაში.
ჩარჩო USAID-მა 2019 წელს შექმნა, რაც, იქნებოდა პასუხი, მათივე თქმით "რუსეთის ღია თავდასხმაზე დემოკრატიებსა და საბაზრო ეკონომიკაზე და ასევე, რათა დაეცვა მიღწევები, რისთვისაც პარტნიორებმა ბევრი იშრომეს".
USAID-ის მისიამ საქართველოში OC Media-ს დღეს განუცხადა, რომ იგი ახორციელებს პროგრამებს აფხაზეთში გაეროს სააგენტოებთან პარტნიორობით.
სააგენტომ დასძინა, რომ ის დაკვირვებით ადევნებს თვალს სიტუაციას აფხაზეთში და რომ "ღრმად შეშფოთებულია“ იმის გამო, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს დადგენილებამ, აფხაზეთში მომუშავე ორგანიზაციებზე.
სოხუმის ხელისუფლებას დიდი ხანია სადავო ურთიერთობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მანამდე ისინი იმუქრებოდნენ ევროკავშირისა და გაეროს პროექტების დახურვით.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის გამგეობის წევრმა, ლიანა კვარჩელიამ განაცხადა, რომ მიუხედავად USAID-ის მიკერძოებულობისა, მთავრობამ უნდა მოიწვიოს სააგენტოს წარმომადგენლები, თანამშრომლობის პოტენციური გზების განსახილველად.
"თუ გვსურს მოგვისმინონ, თუ გვინდა გავლენა მოახდინოთ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომ შეცვალონ მიდგომები, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ღია და დაინტერესებული თანამშრომლობით. ჩვენმა ხელმძღვანელობამ უნდა მოიწვიოს ისინი და უთხრას, რომ ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ, მაგრამ არ უნდა დაგვიწესონ ასეთი პოლიტიკური ჩარჩო. ვფიქრობ, არის იმის შანსი, რომ მოგვისმინონ", — თქვა კვარჩელიამ.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები