აფხაზეთში ენერგოკრიზისი დაიწყო — როგორ იყენებს პუტინის რუსეთი ამას რეგიონის ანექსიისთვის
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, რუსეთი აფხაზეთის ენერგოკრიზისს სტრატეგიული ობიექტების ანექსიისთვის იყენებს. თუ რუსეთთან შეთანხმება ვერ შედგა, ოკუპირებულ აფხაზეთს გარანტირებული გრაფიკი ემუქრება, რაც დღე-ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების სულ მცირე, 10 საათით შეწყვეტას გულისხმობს.
რა ხდება: აფხაზეთში ენერგოკრიზისი დაიწყო. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა.
-
რუსეთის მიზანია: სრულად აკონტროლებდეს ენერგო სექტორს, რაც აფხაზებისთვის სტრატეგიული უსაფრთხოებისა და ინტერესების საკითხია.
-
რუსეთის პირობებია: პირველ ეტაპზე, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისამდე მისაწოდებელი ელექტროენერგიისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 900 მილიონი რუბლი (დაახლოებით 10,200,000 აშშ დოლარი) უნდა გადაიხადოს.
- თანხის პირველი ნაწილი, 200 მილიონი რუბლი (დაახლოებით 2,265,000 აშშ დოლარი), რომელიც აფხაზეთის ენერგეტიკული საჭიროების დაკმაყოფილებას დეკემბერ-იანვარში უნდა მოხმარდეს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაფაროს.
- წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება.
- DRI: "რუსული მხარისთვის ცნობილია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საჭირო ფინანსების მობილიზებას ვერ შეძლებს, ვინაიდან აფხაზური ბიუჯეტი რუსულ ფინანსურ დოტაციაზეა. აფხაზეთის 2023 წლის ბიუჯეტი 12,5 მილიარდი რუბლია (დაახლოებით 141,534,000 აშშ დოლარი), რომელშიც რუსული ფინანსური დოტაციის წილი 5,1 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 58 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს."
კონტექსტი: აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი გენერაციის 40%-ს იღებს.
- 2020 წლამდე, ეს რაოდენობა საკმარისი იყო.
- ენერგეტიკულ სფეროში შექმნილი კრიზისის გამო, არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი მიეწოდება.
- აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ჩერნომორენერგო აცხადებს, რომ ენერგო კრიზისი გარდაუვალია — თუ რუსეთთან შეთანხმება ვერ შედგა, ოკუპირებულ აფხაზეთს გარანტირებული გრაფიკი ემუქრება, რაც დღე-ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების სულ მცირე 10 საათით შეწყვეტას გულისხმობს.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ უნდა აირჩიოს:
- გაუძალიანდეს რუსეთს და მოემზადოს მკაცრი ზამთრისთვის, რაც, ამჟამინდელი დე ფაქტო მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაიზრდის.
- თუ რუსეთის საოკუპაციო ძალების მოთხოვნებს დასთანხმდეს და უფრო დამთმობი გახდეს.
კომენტარები:
- DRI: "საჯარო წყაროებით ცნობილია, რომ აფხაზეთი რუსეთთან დათმობას ამჯობინებს. დე ფაქტო მთავრობა აპირებს, იჯარით გასცეს სამი დიფერენციალური ჰიდროელექტროსადგური, რომლებიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის ნაწილია.
- არაუა (აფხაზური ოპოზიციური ვეტერანთა ორგანიზაცია): "ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტის იჯარის პირობები ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ინტერესებს". ისინი პოტენციურ მოიჯარეებს აფრთხილებენ, რომ აფხაზეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ხელშეკრულება გაუქმდება.
- ასევე, მიმართავენ ე.წ. პარლამენტს, არ მიიღოს მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ აუცილებლად გადაიხედება.
- აფხაზური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება დამოუკიდებლად შეაკეთებს დიფერენციალურ ჰიდროელექტროსადგურებს, სოხუმი შეძლებს დეფიციტის თავიდან აცილებას.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით,
რუსული წნეხი აფხაზებზე რამდენიმე მიზანს ემსახურება.
-
"აფხაზეთში რუსული ეკონომიკური ანექსია უკვე აქტიურ ფაზაშია და სავარაუდოდ, 2024 წლის წლის მაისამდე, რუსეთი სრულიად გააკონტროლებს ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს როგორებიცაა: აეროპორტი, ელექტროსადგურები და სხვადასხვა უძრავი ქონება", — აცხადებს ორგანიზაცია და განავრცობს, რომ:
-
რუსეთს, აფხაზეთში სამხედრო ბაზის განთავსებასთან ერთად, ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების ყოფილი ტერიტორიის საკუთრებაში მიღება და სოხუმის აეროპორტის და აფხაზეთში არსებული ენერგო რესურსების კონტროლი სურს.
-
რუსეთმა ზეწოლის ანალოგიური მეთოდი 2023 წლის ზაფხულშიც გამოიყენა, როდესაც აგვისტო-სექტემბერში, აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის იმპორტი შეწყდა და მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც სოხუმის აეროპორტის მშენებლობა რუსულ კომპანიას გრძელვადიანი იჯარით გადაეცა.
ბოლო ხაზი: DRI-სთვის საინტერესოა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, "რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საკუთრების დაცვით, ასევე, იმ ხალხის საჭიროებებზე ზრუნვით, რომლებსაც დე იურე საკუთარ მოქალაქეებად აღიარებს."
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები