მოუსმინეთ Nini Iris-ის შესრულებას ამერიკული The Voice-ის სცენაზე

ფოტო: NBC
ნინი ბრეგვაძე, რომლის სასცენო სახელიც Nini Iris-ია, ამერიკული The Voice-ის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. კონკურსის ბოლო ლაივში Nini Iris-მა ბენდ The Cure-ის ცნობილი ჰიტი Lovesong შეასრულა და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ The Voice-ის კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა უკვე დაიწყო. ამერიკაში მცხოვრებ Nini Iris-ის გულშემატკივრებს ხმის მიცემა ამ ბმულზე შეუძლიათ. ხმის მიცემის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება. საბოლოოდ, მომდევნო ეტაპზე 12-დან 9 მონაწილე გადავა.
Nini Iris-მა ამერიკულ The Voice-ში Knockout-ის რაუნდი მოიგო და რინგის რაუნდშიც გაიმარჯვა, შემდეგ კი Playoff-ის ეტაპზე საუკეთესო 12 მონაწილეს შორის დასახელდა. ბრმა კასტინგზე Nini Iris-მა სიმღერის დაწყებიდან სულ რამდენიმე წამში ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა. საბოლოოდ, ქართველმა მომღერალმა ნაილ ჰორანი აირჩია და სწორედ მის გუნდში გააგრძელა ბრძოლა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები