შიმშილობის ერთი დღე — რას აპროტესტებენ მასწავლებლები

ფოტო: ლიზა კახაბერიძე / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ეკალაძე 24 საათზე მეტია, განათლების სამინისტროსთან შიმშილობს.
- ის ფიქრობს, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსი უსამართლოდ ჩატარდა.
- მის პროტესტს იზიარებს და მასთან ერთად, სამინისტროსთან იმყოფება კიდევ ერთი მასწავლებელი, დავით ფერაძე.
დეტალები: პროტესტის მონაწილე მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსიდან უსამართლოდ დაბლოკეს.
- "დაბლოკვის" მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ.
- მაია ეკალაძის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, პოლიტიკური დამოკიდებულებები იყოს, მათ შორის ისიც, რომ მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა.
- ის იმასაც აღნიშნავს, რომ ეს შესარჩევი კონკურსების არასამართლიანად ჩატარების პირველი შემთხვევა არ არის და უკვე მრავალი წელია, ასე ხდება.
- "ეს მანკიერი სისტემა — ნაცნობობის, მეგობრობის, პარტიის წევრობის, კონკურსებზე არ დამთავრდა. თუ კონკურსი ჰქვია, უნდა იყოს სანდო, გამჭვირვალე, ღია და ობიექტური", — გვეუბნება მაია.
მინისტრთან შეხვედრა, მოთხოვნები და პასუხები: 4 დეკემბერს, მაია ეკალაძე და დავით ფერაძე განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს შეხვდნენ. მათი მოთხოვნები იყო:
- დირექტორების დანიშვნა დისკრეციული წესით იმ სკოლებში, რომლებსაც ამ დრომდე, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ;
- მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა იანვრიდან, როგორც ეს თავიდან იყო გაცხადებული და არა ივნისიდან.
- შეხვედრის შემდეგ ეკალაძემ და ფერაძემ ხელფასების იანვრიდან მომატების მოთხოვნაზე უარი თქვეს, რადგან, მინისტრის თქმით, სხვა მასწავლებებისთვის მისაღებია ხელფასის ივნისიდან ზრდა.
- დანარჩენი მოთხოვნები კი ძალაში დარჩა: ისინი ითხოვენ, სამინისტრომ აღიაროს შეცდომა და თქვას, რომ კონკურსი უსამართლოდ ჩატარდა.
ამ დროისთვის,
- მთლიანობაში, პროტესტის მონაწილე მასწავლებლები ამილახვართან შეხვედრით უკმაყოფილონი არიან.
- მაია ეკალაძის თქმით, ეს იყო მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის.
- "ჩვენ ხელის ჩამოსართმევად არ შევსულვართ იქ. შემხვდეს, კამერების წინ, დამისვას ნებისმიერი კითხვა და მერე საზოგადოებამ განსაჯოს", — ამბობს ის.
- დავით ფერაძის აზრით კი, სამინისტროსთვის ადამიანი არ არის ღირებული;
- "ფაქტია, ამდენი დრო გავიდა, მთელი ღამე აქ ვიყავით და არ შეაწუხა სინდისმა, რომ ვიღაც მაინც გამოეგზავნა, წარმომადგენელი და ეთქვა, რომ მოდით, მეგობრებო, სიცოცხლეს საფრთხეს ნუ შევუქმნით", — აღნიშნავს ფერაძე.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები