აფხაზეთი USAID-ს და სამშვიდობო პროექტებს კრძალავს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას დააწესა ახალი შეზღუდვები საგარეო დახმარებაზე, მათ შორის, იკრძალება USAID-ის დაფინანსება, ასევე — მედიის დაფინანსება და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს კონტაქტების დამყარებას კონფლიქტის ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან.
განცხადება, რომელიც უწყებამ ხუთშაბათს გაავრცელა, ეხებოდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტს, რომელიც აფხაზეთს აღწერს როგორც "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას“ და აცხადებს, რომ მისი მიზანია "აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“.
ამავე ტექსტის გამო, ნოემბერში აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს ავალდებულებს, საჯარო გახადონ თავიანთი ფინანსები და ადგილობრივი პარტნიორები.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ცვლილებები საზოგადოებას ხუთშაბათს საღამოს გააცნო და განაცხადა, რომ აფხაზეთი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობის "ახალ მიდგომებზე" გადადის.
ცვლილებები ითვალისწინებს USAID-ის რეგიონული დირექტორის, ჯონ პენელის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას, USAID-ის მიერ ნაწილობრივ, ან სრულად მხარდაჭერილი პროექტების სერტიფიცირებაზე უარის თქმას, ისეთი პროექტების აკრძალვას, რომელთა მიზანი იყო "აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტის დამყარება“ და დაფინანსების აკრძალვა მედია პროექტებისთვის, რომლებიც აშუქებენ აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებები აუცილებელი იყო, დონორი ორგანიზაციების მიერ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმირების მცდელობის გამო.
აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელმა OC Media-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ ბრალდებები "სრულიად უსაფუძვლოა".
საერთაშორისო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად იყვნენ ჩართული ინფრასტრუქტურის დაფინანსებაში, ასევე, წვლილი შეჰქონდათ სამედიცინო მომსახურებაში, განათლების გაუმჯობესებაში, ისინი მხარს უჭერდნენ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს აფხაზეთში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მედიის დაფინანსების აკრძალვა მოიცავდა პროექტებს, რომელთა გაცხადებული მიზანი იყო აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გაშუქება. თუმცა, რამდენიმე ადგილობრივი მედიის წარმომადგენელმა განუცხადა OC Media-ს, რომ რაიმე კონკრეტული მიზნის მქონე პროექტი არ არსებობს, მედიაორგანიზაციები, ზოგადად, იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და აშუქებენ არაპოლიტიკურ საკითხებსაც, პოლიტიკასთან ერთად. მათ აღნიშნეს, რომ ეს ღონისძიება შეიძლება განიხილებოდეს როგორც პირდაპირი ზეწოლის ფორმა ჟურნალისტებზე და მუქარა, რომელმაც შეიძლება დატოვოს ადგილობრივი მედია დაფინანსების გარეშე.
მათი ვარაუდით, დამატებითი ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნები შეუქმნის მნიშვნელოვან დამატებით სამუშაოს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. აფხაზეთში გაჩნდა ეჭვი, რამდენად შეძლებს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამუშაოს გაზრდილ მოცულობას გაუმკლავდეს.
არძინბას თქმით, "რუსმა და ბელარუსმა კოლეგებმა“ აცნობეს მას, რომ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მიზნად ისახავს ღირებულებების შეცვლას, "კულტურების, რელიგიების და ცივილიზაციების“ დისკრედიტაციას, ისტორიის "გაყალბებას“ და, ასევე, "სულიერი და მორალური კავშირების დარღვევას მოძმე ხალხებთან".
ანონიმური აფხაზი პოლიტიკური დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ არძინბა "მთავარ ამოცანად“ მიიჩნევს აფხაზეთის რუსეთში ინტეგრაციის ხელშეწყობას და საგარეო პოლიტიკის უფრო ფართო საკითხების უგულებელყოფას.
USAID-მა OC Media-ს განუცხადა, რომ ორგანიზაცია განცხადებას გაეცნო და აკვირდება სიტუაციას.
"მათ სურთ, რომ ჩვენ საერთოდ აღარ ვარსებობდეთ"
აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილი ცვლილებებით შეშფოთებულია. საერთაშორისო ორგანიზაციაში მომუშავე პირი, რომელმაც OC Media-სთან ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, ამბობს, რომ არძინბას წინა შეზღუდვები, სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკაშიც არ განხორციელებულა.
"სავარაუდოდ, ეს ქმედებები დეკლარაციული ხასიათისაა და გამიზნულია აფხაზეთის ფარგლებს გარეთ აუდიტორიისთვის“, — ამბობს ის.
აფხაზმა ჟურნალისტმა, რომელმაც ასევე ანონიმურად დარჩენა ითხოვა, განაცხადა, რომ მათ მედიაორგანიზაციას შემოსავლის სხვადასხვა წყარო აქვს, მათ შორის, რეკლამა, აფხაზეთის მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ აღნიშნეს, რომ ეს საშუალებას აძლევდა ორგანიზაციას, შეენარჩუნებინა "საინტერესო და საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი“, მაგრამ თუ ახალი შეზღუდვები ძალაში შევა, მათ ორგანიზაციას დახურვის საფრთხე დაემუქრება.
"ჩვენ ვცდილობთ, ობიექტურად გავაშუქოთ მოვლენები და ეს ხელისუფლებას არ მოსწონს. მათ სურთ, რომ ჩვენ საერთოდ არ ვარსებობდეთ”, — თქვა წყარომ.
ჟურნალისტმა, ასევე, აღნიშნა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის კომუნიკაციის აკრძალვები, როგორც ჩანს, არ ეხება მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, რადგან აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა და თავად არძინბა ქართველ კოლეგებთან ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობენ.
სოხუმის ხელისუფლებას დიდი ხანია, დაძაბული ურთიერთობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მანამდე ისინი იმუქრებოდნენ აფხაზეთში მოქმედი ევროკავშირისა და გაეროს პროექტების დახურვით. არძინბასთვის აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად ხდება სამიზნე.
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
კომენტარები