რა მოხდება,თუ ორბანი არ დათანხმდება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას

474
წაკითხვა
12
გაზიარება
რა ხდება: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი წინააღმდეგია, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს.
- ის ამბობს, რომ უკრაინას ამისთვის პირობები არ შეუსრულებია.
რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის: კანდიდატ ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, აუცილებელია ევროკავშირის ყველა ქვეყნის მთავრობის ერთსულოვნება.
- თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა გაფართოების პოლიტიკის წინააღმდეგია, ამან შეიძლება კანდიდატი ქვეყნისთვის პროცესი გაართულოს, ან — გადაწყვეტილების მიღება დროებით შეაჩეროს.
- შესაბამისად, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებების დაწყებაზე თანახმა იყოს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი.
რას ამბობს ზელენსკი: უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ევროკავშირი ვერ შეთანხმდება უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ეს ვლადიმირ პუტინის გამარჯვება იქნება.
- "დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს ან ბრიუსელი, ან მოსკოვი", — თქვა ზელენსკიმ, რომელმაც ევროკავშირის სამიტზე, ქვეყნების ლიდერებს დისტანციურად, ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.
ბოლო ხაზი: ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი დღეს დაიწყო, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხსაც განიხილავენ.
- საქართველო ევროკავშირის ლიდერებისგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები