საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა — გადაწყვეტილება ბრიუსელიდან
რა ხდება: დღეს, 14 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ შარლ მიშელმა პლატფორმა იქსზე დაწერა:
შარლ მიშელი: "ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია - ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს."
- გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტისას მიიღეს.
- ბრიუსელის 14-15 დეკემბრის სამიტზე ევროკავშირის გაფართოების საკითხები განიხილება და 27 წევრი ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობს.
- 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას გაფართოების პოლიტიკის შესახებ, რომლის ტექსტშიც ევროსაბჭოს მოუწოდეს, მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
რა იქნება ამის შემდეგ: სტანდარტულად, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროკავშირი მასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესს იწყებს, რაც სხვა საკითხებთან ერთად, კანდიდატი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასაც გულისხმობს.
- მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, შეერთების ხელშეკრულება მზადდება, რომელიც კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს ასახავს.
რატიფიკაცია: გაწევრიანების ხელშეკრულება უნდა იყოს რატიფიცირებული კანდიდატი ქვეყნისა და ევროკავშირის არსებული წევრი ქვეყნების მიერ.
- რატიფიკაციის პროცედურები განსხვავებულია ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით.
- საქართველოს შემთხვევაში, კონსტიტუციის მიხედვით, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტი ახდენს.
წევრობამდე: მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ კანდიდატი ქვეყნის გზა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე კომპლექსურია და გაწევრიანების ვადებს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა, კანდიდატი ქვეყნის მიერ, ევროკავშირის კრიტერიუმების შესრულებაში მიღწეული პროგრესი მთავარი საზომი იქნება. წევრობის მინიჭებამდე, ევროკავშირი ზედმიწევნით აფასებს კანდიდატი ქვეყნის უნარს, შეძლებს თუ არა ის გაერთიანების პრინციპებისა და ღირებულებების დაცვას.
რა გააკეთა საქართველომ სტატუსის მოსაპოვებლად
სტრიქონებს შორის: რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური გზავნილების გავრცელება დაიწყო.
- 2022 წლის თებერვალში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეიტანა უკრაინამ, თუმცა არა — საქართველომ.
- 2022 წლის 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
- 2022 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამას მოჰყვა ათობით ათასი მოქალაქის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.
///
საქართველოს ანგარიში
ევროკომისიის მიერ საქართველოზე გაკეთებული 2023 წლის ანგარიშის თანახმად,
- იმ თორმეტ პრიორიტეტთან მიმართებით, რომელიც კომისიამ თავის თავდაპირველ, 2022 წლის ივნისის მოსაზრებაში განსაზღვრა, ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია.
- კერძოდ, მიიღო საკანონმდებლო აქტები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები გენდერული თანასწორობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით.
- ქვეყანამ ასევე გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენები სასამართლო განხილვებისას, მიაღწია პროგრესს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და აირჩია ახალი სახალხო დამცველი.
- თუმცა მოსაზრებაში ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ რეფორმების პროცესი შეაფერხა უწყვეტმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ, ღრმა პოლარიზაციამ და იმ გამოწვევებმა, რომელიც ეროვნული ინტერესის განმსაზღვრელ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის მიმართულებით არსებობს.
///
კომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა რამდენიმე მიმართულებით გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს. ამ მიმართულებათა შორისაა:
- დეზინფორმაციასთან და ინფორმაციის გარე მანიპულაციასთან ბრძოლა;
- ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან გაუმჯობესებული თანხვედრა;
- პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრა;
- თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა;
- დეოლიგარქიზაციის სისტემური პოლიტიკის შემუშავება
- და ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის შემუშავება.
არქივიდან: რა წერია ევროკომისიის 9 დათქმაში მართლმსაჯულების შესახებ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
კომენტარები