Channel 1 ახალი მედია საშუალება იქნება, რომელიც საზოგადოებას ახალ ამბებს გააცნობს. რაც საინტერესოა, მედიის წარმომადგენლების თქმით, ახალი ამბების წამყვანებს თითქმის სრულად ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "წამყვანები" ძალიან ფოტორეალისტურები იქნებიან და საზოგადოებას სიახლეებს მიაწვდიან.

სტარტაპმა, რომელიც პროექტზე მუშაობდა მედიის ჩაშვება ამ სამშაბათისთვის დააანონსა. X-ზე 20 წუთიანი დემო ვიდეოც დაიდო, სადაც წამყვანები რეალურ ადამიანებს მოგვაგონებენ.

Channel 1-ის ახალი ამბები ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება დაგენერირებული. მედიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სიახლეები სანდო იქნება და ხელოვნური ინტელექტი სანდო წყაროს დაეყრდნობა.

ასევე საინტერესოა, რომ მედია AI-ს იმ მოვლენების სურათებისა და ვიდეოების შესაქმნელად გამოიყენებს, რომელსაც კამერები არ აშუქებენ. ექსპერტებმა ეს სასამართლო სხდომის ესკიზს შეადარეს, რომელიც პირდაპირ მოვლენას არ ასახავს, მაგრამ აუდიტორიას მის აღქმაში ეხმარება.

თავის დემო ვერსიაში, Channel 1 ძირითადად რეალურ საინფორმაციო კადრებს იყენებს. როდესაც კადრში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათი ჩნდება, მას შესაბამისი გაფრთხილებაც აქვს დართული.

პლატფორმის დებიუტი X-ზე შედგება. ის ნელ-ნელა სხვა სტრიმინგ პლატფორმებზეც გამოჩნდება.

საბოლოო მიზანი სმარტფონის აპლიკაციის გამოშვებაა, რომელიც Channel 1-ს საშუალებას მისცემს იყოს სრულად პერსონალიზებული. მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს თავისთვის საინტერესო თემები.

Channel 1-ის სტრიმინგი არ განხორციელდება მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ. მასალას თვალყურს ადამიანები მაინც მიაქცევენ. ამით გადამოწმდება სიუჟეტების სიზუსტე და სიცხადე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.