ხუთშაბათს აზერბაიჯანის თასის მატჩი გუნდების "ყარაბაღისა" და "მოიკ ბაქოს" შორის, "ყარაბაღის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

"ყარაბაღი" შეიქმნა აღდამაში, რომელიც რომელიც მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს მოექცა მთიანი ყარაბაღის კონტროლის ქვეშ. "მოიკი"კი არმიის ცენტრალური სპორტული კლუბია.

მატჩის დაწყებამდე, პრეზიდენტმა ალიევმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ქალაქში განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ ქალაქ აღდამში სტადიონის რეკონსტრუქცია რამდენიმე თვეში დაიწყება. ქალაქი მთლიანად განადგურდა მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს და ეთნიკურად აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ სტეფანაკერტი დატოვა.

ალიევმა, ასევე გაიხსენა ფაშინიანის 2019 წელს გაკეთებული განცხადება, რომ "ყარაბაღი სომხეთია".

"ჩვენ დავუმტკიცეთ მათ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია", — თქვა ალიევმა, სანამ ჩამოთვლიდა დასახლებების სიას, რომლებზეც აზერბაიჯანმა აიღო კონტროლი მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს და მიმდინარე წელს.

"ხანკენდში ამ საფეხბურთო მატჩის გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს“, — თქვა მან, "ხანკენდი აზერბაიჯანის უძველესი მიწაა. ყარაბაღის ხანმა ამ სოფელს საფუძველი ჩაუყარა და ამის შემდეგ აზერბაიჯანელმა არქიტექტორებმა და მშენებლებმა, აზერბაიჯანის სახსრებით, დიდი ქალაქი ააშენეს”.

ხუთშაბათს მატჩი მოსახლეობისგან მიტოვებული ქალაქის ცენტრში გაიმართა, გულშემატკივრები ბაქოდან ღონისძიებისთვის ავტობუსებით ჩავიდნენ.

სექტემბერში, აზერბაიჯანის თავდასხმისა და რეგიონის ხელში ჩაგდების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა სტეფანაკერტიდან გაიქცა.

მარუტ ვანიანმა, ჟურნალისტმა მთიანი ყარაბაღიდან, რომელიც ახლა სომხეთშია, X-ზე დაწერა, რომ უყურებდა მატჩს.

"ჩემი 15 წლის ძმისშვილი და მისი მეგობრები ფეხბურთში ამ სტადიონზე ვარჯიშობდნენ. ისინი სამი თვის წინ გააძევეს იქიდან, რომ დღეს აზერბაიჯანულმა "ყარაბაღმა“ და "მოიკმა" [გუნდებმა] ითამაშონ“,— დაწერა მან.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.